კარელიაში იპოვეს თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპული ქალის ცხედარი

კარელიაში იპოვეს თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპული ქალის ცხედარი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების რეგიონულ სამსახურში განაცხადეს. დაღუპული იპოვეს არხის აკვატორიაში, სოფელ კოჩკომის მახლობლად. მის ვინაობას არ იტყობინებიან. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შესახებ გამოაცხადა. კაშხალი გაირღვა თეთრი ზღვა-ბალტიის არხის მე-10 და მე-11 საკეტებს შორის დროებითი ზღუდარის ეროზიის შედეგად. წყალმა ფაქტობრივად გადარეცხა სააგარაკო […]

კილიან მბაპეს ბრენდმა, საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბის, „კანის“ აქციათა 80% გამოისყიდა

კომპანია Interconnected Ventures-ი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბის, „კანის“ აქციათა 80 პროცენტის მფლობელი გახდა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. აღნიშნული კომპანია ეკუთვნის მადრიდის „რეალის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს. „ეს გარიგება ნიშნავს მნიშვნელოვან ნაბიჯს კლუბის განვითარების სტრატეგიაში და აძლიერებს მის ბუნებრივ მისწრაფებას, დარჩეს ფრანგული ფეხბურთის ისტორიული ადგილების რიცხვში. ამ გარიგების წყალობით, „კანი“ მიიღებს დამატებით სტრატეგიულ რესურსებს თავისი სპორტული […]

ბოკუჩავა: პარტნიორები განიხილავენ სანქციებს, ივანიშვილი კი ემისრებს აგზავნის რუსეთში, ირანში

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სენატში გამართული მოსმენის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს, ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სანქციების განხილვის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი ემისრებს აგზავნის ჩინეთსა და ირანში, ასევე მათი ინფორმაციით, რუსეთში, დახურული არხებით. მან გუშინდელი მოსმენის შეფასებისას თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააუცხოვა საქართველოს ტრადიციული პარტნიორები და მეგობრები – ამერიკა და ევროპა და ისინი ტერორისტული […]

კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალოსნობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მიღებას ულოცავს. ქართველო სპორტსმენის წარმატებაზე თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა. „გუშინ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოვიპოვეთ, ვერცხლი. მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო ეს წარმატება. ცხადია, ყველა ვგულშემატკივრობდით და გვინდოდა, რომ ის ოქროს მედლით დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა სპორტია, ხდება. მიუხედავად […]

თინა ბოკუჩავა – მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება ასახოს – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული მოქალაქის არჩევანი იყოს დაცული

მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება ასახოს – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის არჩევანი იყოს დაცული და ამისთვის ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არჩევნებზე ხალხის ნების ასახვა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის გადარჩენის ერთადერთი გზა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა […]

საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება – კვლევებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც შესაძლებელს გახდის, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დონორთა ბანკში ჩასართავად და აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, მსურველებმა თბილისის მერიას შესაბამისი საბუთებით უნდა მიმართონ. „ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, […]

კახა კალაძე – საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება – შესაბამის კვლევებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი დამატებითი კვლევის დაფინანსება დაემატება, რომელსაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნას გახდის შესაძლებელს, – ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნულ პროექტში ჩაერთვებიან, ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის, C და B ჰეპატიტისა და სხვა […]

ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეოთხედფინალში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. მეოთხედფინალში ბექაურმა სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანი იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, […]

გია ვოლსკი – აშშ-ში მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არანაირად არ ნიშნავს ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია

საქართველოს მართვის სისტემა ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ აღიარებულია და ამ მართვის სისტემის შემქმნელები არანაირად არ იმსახურებენ, რომ სანქციების ქვეშ მოხვდნენ! – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს ო’ბრაიენის შეფასებების პასუხად განაცხადა. ვოლსკის მტკიცებით, საქართველო არც ერთი მაჩვენებლით ბევრი ევროპული ქვეყნის მართვის სტანდარტს არ ჩამორჩება – დაწყებული […]

უკრაინელ მსახიობ ქალს დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში ჯარისკაცის ნამგლით მოკვლის სცენაში გადაღების გამო

მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა უკრაინელ მსახიობს ადრიანა ურელეც-კმეტიუკს ვიდეოფილმში გადაღებისთვის, სადაც რუსი სამხედროს ნამგლით მოკვლაა გათამაშებული. ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან იტყობინება მედიაზონა. 2022 წლის აპრილში კურელეც-კრეტიუკი გადაიღეს სოციალურ რეკლამაში, სადაც ის ამბობს სიტყვებს “ჩვენ ჩვენს სისხლიან მოსავალს ვიღებთ“ და ამ დროს ნამგლით ყელს ჭრის მსახიობს, რომელსაც „ტელნიაშკა“ (რუსი მატროსებისთვის დამახასიათებელი მაისური) აცვია. ვითომ […]