ადვოკატი: რუსეთში პატიმრობაში მყოფი აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანის ადგილსამყოფელი უცნობია

რუსეთში პატიმრობაში მყოფი აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის ადვოკატმა ოლგა კარლოვამ 31 ივლისს განაცხადა, რომ არ იცის, სად იმყოფება მისი კლიენტი. უილანს 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ჯაშუშობის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს. რუსეთის სახელმწიფო მედია იმოწმებს ოლგა კარლოვას, რომელიც იტყობინება, რომ მორდოვეთში მდებარე ციხის ადმინისტრაციამ, სადაც იხდის პატიმრობას უილანი, უგულებელყო მისი თხოვნა, დაადასტუროს, იმყოფება […]
პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს. „საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე […]
თბილისის ზღვაზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისის ზღვაზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო და პირველი შეხვედრა სამგორის რაიონში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე, ემიგრაციაზე, არჩევნებში ემიგრანტებისა და ზოგადად მოქალაქეების ჩართულობაზე, საპენსიო სესხებზე, 2024 წლის არჩევნებში საყოველთაო განწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „დავიწყეთ მთელი […]
რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან ერთად რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა. რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების […]
“ანას სასტუმრო”: ტურისტული მრავალფეროვნება თითქმის აღარ არის, ძირითადად რუსი სტუმრები გვყავს

ზემო სვანეთში, მესტიაში მდებარე „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი, ანა გირგვლიანი BM.GE-სთან ზაფხულის სეზონს აფასებს და ამბობს, რომ მიმდინარე სეზონზე სრულად არიან დატვირთული. ბიზნესი “აწარმოე საქართველო”-ს მხარდაჭერით, 2023 წელს სატესტო რეჟიმში გაიხსნა, 2024 წლის ივნისიდან კი სასტუმროს ღია აუზი შეემატა და ახლა უკვე სრულყოფილი დატვირთვით მუშაობს, რომელიც საშუალო და მაღალი გადახდისუნარიანი სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. მიუხედავად იმისა რომ, […]
6 თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა – სად ვიყიდეთ საწვავი?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, წლის პირველ ნახევარში ბენზინისა და საწვავის იმპორტი გაიზარდა. იმპორტირებული საქონლის დიდი წილი კი რუსულ საწვავზე მოდიოდა. გაერთიანების ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 620,2 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (554,2 ათასი ტონა) შედარებით 66 ათასი ტონით ანუ 11,9%-ით მეტია. მათ შორის, 2024 წლის […]
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა, პირველად ისტორიაში, დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა პირველად ისტორიაში დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის, იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა. ,,რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის კორექტირება და პირველად რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა საკუთრივ მიაღწია დაახლოებით 800 მლნ ლარს. იცით, რომ დაახლოებით მომავალი წლისთვის, […]
ენტონი ბლინკენი „ჰამასის“ ლიდერის დაღუპვაზე – ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და მონაწილეობა არ მიგვიღია – სპეკულირება ძალიან რთულია

ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და მონაწილეობა არ მიგვიღია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. „ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით ან მონაწილეობა არ მიგვიღია. სპეკულირება ძალიან რთულია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ამასთან, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, […]
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება და სავარაუდოდ, 2025 წლის 1-ელ მარტში დასრულდება

ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება და სავარაუდოდ, 2025 წლის 1-ელ მარტში დასრულდება. მისივე თქმით, თითოეულ ბენეფიციარზე 5 000 – ლარიანი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა, რომელსაც ისინი კონკრეტული გამოკვლევების დასაფინანსებლად გამოიყენებენ. „ახალი პროექტი, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება, დონორთა მსოფლიო […]