6 თვეში საპარკინგე ადგილების მოწყობაზე 261 000 ლარი დაიხარჯა – რა თანხას ხარჯავს მერია საპარკინგე ადგილების მოწყობაში?

2023 წლის პირველ ნახევარში, საპარკინგე ადგილების მოწყობაზე გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 261 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 59% ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობას ან ძველის განახლებას მოხმარდა, ხოლო 41% – პარკირების მოწყობაზე დასაქმებულთა ხელფასებზე გაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში ვკითხულობთ. IDFI-ს მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა საპარკინგე ადგილების მოწყობაზე 2022 წელს […]

ანა კორძაია – სამადაშვილის რჩევები საქართველოს ბანკის იდეათეკის ახალი კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში

კითხვის მოყვარულები ზაფხულის დადგომას განსაკუთრებით ელოდებიან – ეს არის წელიწადის დრო, როდესაც შესაძლებლობა აქვთ, გადმოიღონ დიდი ხნის განმავლობაში შემონახული წიგნები, რომელთა წაკითხვასაც დიდხანს ელოდნენ. ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი მოსწავლეებში, კითხვის პოპულარიზაციისთვის და კითხვის მოყვარულთათვის ლიტერატურულ თავგადასავლებში სრულიად ახალი გამოცდილებისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია – „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” – დაიწყო. კამპანიის ფარგლებში […]

“რეალი” აღარავის დაიმატებს – ანჩელოტიმ ზაფხულში ტრანსფერები გამორიცხა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით, მისი გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აღარავის დაიმატებს. როგორც იტალიელმა აღნიშნა, სავარაუდოდ, “ბლანკოსის” რიგებსაც არცერთი ფეხბურთელი აღარ დატოვებს. ინფორმაციისთვის, “რეალმა” ამ ზაფხულს კილიან მბაპე და ენდრიკი გაიფორმა. “სამეფო გუნდს” ლენი იოროს მიყვანაც უნდოდა, მაგრამ ფრანგი მცველი საბოლოოდ “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდა.

პირველი ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა – “იუვენტუსი” კოპმეინერსის ყიდვას ცდილობს

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “იუვენტუსმა” “ატალანტას” გუნდის ნახევარმცველის, ტეუნ კოპმმეინერსის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება გაუკეთა. ტურინელები მზად არიან, 26 წლის ნიდერლანდელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გაიღონ და მასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე მაისში შეათანხმეს, მაგრამ ბერგამოელთა პასუხი ჯერჯერობით უცნობია. კოპმეინერსმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე “ატალანტას” ფორმა ყველა ტურნირზე 50 შეხვედრაში მოირგო, სადაც 15 გოლი გაიტანა […]

რუსეთი “გადაჭრით გმობს” ჰამასის ლიდერის მკვლელობას

რუსეთმა “გადაჭრით დაგმო” თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიას მოკვლა. ეს განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა და თქვა, რომ ამას შეიძლება ახალი დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაცია მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. “ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი ქმედებები მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობების წინააღმდეგ და, მეტიც, [ასეთ ქმედებებს] შეუძლია მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის მოხდენა ისედაც დაძაბულ ვითარებაში”, […]

პირველი სექტემბრიდან, მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ – კალაძე

მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. „საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, […]

“გახარია იქცევა უპასუხისმგებლოდ” – რომან გოცირიძე

გახარია იქცევა უპასუხისმგებლოდ. ანაკლიასთან დაკავშირებული მისი პარტიის კომენტარები არის “ქართული ოცნების” დანაშაულის გამართლება, რომელმაც მიზანმიმართულად ჩაძირა ანაკლიის პროექტი. ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად ხელისუფლებამ წამოიწყო ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ხანდაზმულობის ვადაგასული საქმე, გადააკვალიფიცირა რა ფულის დიდი ოდენობით გათეთრების მუხლად. ამ პროცესმა აშკარა პოლიტიკური დევნის ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ, საერთაშორისო არბიტრაჟმა არ გაითვალისწინა ( და ვერც გაითვალისწინებდა) ამ საქმის პოლტიკური კონტექსტი. […]

“როგორ ართმევს ივანიშვილი და ქოცობა ფეხბურთს ქართველ გულშემატკივარს” – ლევან ყურაშვილი

ამბავი იმაზე, თუ როგორ ართმევს ივანიშვილი და ქოცობა ფეხბურთს ქართველ გულშემატკივარს: დღეს, ე.წ. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “დინამოს” სტადიონი ამორტიზებულია და იქ ფეხბურთი ვერ ჩატარდებაო. ოღონდ, ამბავი ისაა, რომ ამ წლების განმავლობაში, სტადიონს რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ორიოდე კვირის წინ, Black eyed peas-ის კონცერტია ჩატარებული (ამორტიზებულ ნაგებობაში შევუშვით ხალხი?), მანამდე საბერძნეთთან ერთა ლიგის ფინალი ითამაშა […]

კონგრესმენები ბლინკენს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის კონგრესში არსებული „ჰელსინკის კომისიის“ სახელით ცნობილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წევრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მისდამი მიწერილ წერილში სთხოვენ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერსა და პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, “რომელიც კრიტიკის განსაკუთრებული ობიექტი გახდა საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევისა და ქვეყნის მზარდად ავტორიტარული მართვის გამო”. ბლინკენისადმი 26 ივლისით დათარიღებულ წერილს, […]

რუსეთი თვლის, რომ ჰამასის ლიდერის მოკვლა „მშვიდობის“ წინააღმდეგ არის მიმართული

რუსეთმა „გადაჭრით დაგმო“ პალესტინელთა მოძრაობის ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული) პოლიტიკური ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მოკვლა და გამოთქვა გაფრთხილება, რომ ამას შეიძლება ახალი დაძაბულობა მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში. 31 ივლისს ჰამასმა გამოაცხადა, რომ ჰანიე თეირანში მის რეზიდენციაზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმით მოკლეს. „გადაჭრით ვგმობთ ამ თავდასხმას, ვთვლით, რომ ამგვარი მოქმედებები მიმართულია რეგიონში მშვიდობის აღდგენის მცდელობის წინააღმდეგ […]