გია ჯაფარიძე – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, დაიბლოკა 95 მილიონი აშშ დოლარი – მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და კობახიძეს, კიდევ რამდენი კატასტროფული ნაბიჯი უნდა გადადგათ ქართული ოჯახების გასაუბედურებლად?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, დაიბლოკა 95 მილიონი ამერიკული დოლარი. ეს 95 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გაზრდიდა ხელფასებს და დაწევდა ფასებს. ერთიანობით უნდა დავამარცხოთ „ოცნება“, სანამ ისინი ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავენ, საიდანაც არ არსებობს შემობრუნების წერტილი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომელმაც აშშ-ის მიერ 95 მილიონზე მეტი […]
მედია – უკრაინამ პირველი F-16 თვითმფრინავები მიიღო

უკრაინამ პირველი F-16 თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, დასავლელი მოკავშირეები კიევს პირველი F-16 თვითმფრინავების გადაცემას ივლისის ბოლომდე დაპირდნენ და ეს დაპირება შეასრულეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გადაცემული თვითმფრინავების რაოდენობა “მცირეა”. გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს შეძლებენ თუ არა უკრაინელი პილოტები, რომლებიც F-16-ების ფრენისთვის გაწვრთნეს, გადაცემული თვითმფრინავების დაუყოვნებლივ გამოყენებას, თუ […]
კახა გოგოლაშვილი – 2012 წელსაც ხალხმა გადაწყვიტა რეჟიმის შეცვლა, 2003 წელსაც, ხალხი ძალიან ძლიერი აქტორია – საქართველო არ არის ისეთი სახელმწიფო, სადაც ადვილად მოხდება ის, რომ ყველაფერი გადაწყვიტოს ელიტამ

„ქართული ოცნება“ აცხადებს, ან თავაწეულები შევალთ ევროკავშირში, ან საერთოდ არ შევალთო და თავაწეულ შესვლას, რატომღაც, უწოდებენ იმას, რომ სასამართლო რეფორმა არ გაატარონ, საარჩევნო რეფორმა არ გაატარონ, დეოლიგარქიზაცია არ მოახდინონ, პოლარიზაცია არ შეამცირონ და ეს ყველაფერი შეუთავსებადია , – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. მისივე შეფასებით, ქართველი […]
გიგი წერეთელი – როდესაც პარტნიორად არ ირჩევ დასავლეთს და ირჩევ რუსეთს ან სხვა არადემოკრატიულ რეჟიმს, შესაძლოა, ტერორისტებისა და ომის დამნაშავეების გვერდითაც აღმოჩნდე

როდესაც პარტნიორად არ ირჩევ დასავლეთს და ირჩევ რუსეთს ან სხვა არადემოკრატიულ რეჟიმს, შესაძლოა, ტერორისტებისა და ომის დამნაშავეების გვერდითაც აღმოჩნდე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა და გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დასწრებას ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. გიგი წერეთლის თქმით, ეს ყველაფერი სამწუხაროა, თუმცა გასაკვირი არ არის. „როდესაც შენ, როგორც ქვეყნის ხელისუფლება, ირჩევ […]
პრეზიდენტი 5 აგვისტოს პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს.აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია. „პრესკონფერენცია ორშაბათს, 5 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.
ბსუ-ს სტუდენტები ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში სტაჟირებას გადიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში სტაჟირებას გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტები აშშ-ის ექსტენციის სისტემას ეცნობიან და უნივერსიტეტის კვლევით და პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობენ. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტები: მერი წილოსანი, გიორგი კილასონია და ლუკა ნინიძე ამერიკის შეერთებული შტატების […]
პრეზიდენტი – როგორც დიასპორაში გაზრდილ ადამიანს, ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია კავშირის შენარჩუნება, ქვეყანაში დაბრუნება და აქ, ადგილზე სწორედ აქაური კულტურის ახლოდან გაცნობა

ორბელიანების სასახლეში პირველი საერთაშორისო დიასპორული თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ქართველი ემიგრანტები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაახლოებასა და მათ შორის ხიდების მშენებლობას, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: ,,მოხარული ვარ, რომ აქ შეიკრიბეთ და ყველას გვაქვს შესაძლებლობა, ვნახოთ და […]
Armani-მ, Wolford-მა, Zadig&Voltaire-მა „თბილისის აუთლეთ ვილიჯთან“ ხელშეკრულება გააფორმეს – ფოტოები

ახლახან Armani-მ, Wolford-მა, Zadig & Voltaire-მა „თბილისის აუთლეთ ვილიჯთან“ იჯარის ხელშეკრულება გააფორმეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები „თბილისის აუთლეთ ვილიჯში“ იქნებიან წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „თბილისის აუთლეთ ვილიჯი“ ავრცელებს. ამას გარდა, მოდის კონცეფციის მაღაზია New Trend-ში წარმოდგენილი იქნება ისეთი პირველი კლასის ბრენდები, როგორებიცაა Dsquared2, Maison Margiela და MSGM. „თბილისის აუთლეთ ვილიჯის“ მიერ […]
„ყოველი 15 ამერიკელიდან 1 მილიონერია“ – UBS

ამერიკის შეერთებული შტატების 22 მილიონი მოქალაქის, (საშუალოდ, 1 ყოველ 15 ამერიკელში) ქონება გასულ წელს მინიმუმ $1 მილიონს უდრიდა, – ამის შესახებ UBS-ის გლობალური სიმდიდრის 2024 წლის კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, 2022 წლის შემდეგ შემცირებულია – მილიონ დოლარიან ქონებას აშშ-ში მაშინ 22.7 მილიონი მოქალაქე ფლობდა – ამჟამად აშშ-ში მსოფლიოს მილიონერთა 38% ცხოვრობს. შესაბამისად, […]
ჰელსინკის კომისიამ სახელმწიფო დეპარტამენტს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა

31 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის პირდაპირ დახმარებას უჩერებს. დღეს ასევე გასაჯაროვდა წერილი, რომლითაც ამერიკის კონგრესის ორპარტიულმა ჰელსინკის კომისიამ, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს და რომლის თავმჯდომარეც “მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონია, ენტონი ბლინკენს ოფიციალურად მიმართა. წერილი 26 ივლისით თარიღდება და მას ხელს აწერენ კონგრესმენები: ჯო უილსონი, სტივ კოენი, […]