ამერიკამ ერაყში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში თავდაცვითი დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას იერიშების შესახებ ოფიციალური პირები სააგენტო „როიტერს“ ანონიმურობის დაცვის პირობით უდასტურებენ. წყაროზე დაყრდნობით, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ დარტყმები განხორციელდა სმუსაიბში, ბაბილის პროვინციაში. თუმცა წყარო სააგენტო “როიტერთან” არ საუბრობს დამატებით დეტალებზე, რა იყო იერიშების სამიზნე და რამდენად წარმატებული იყო განხორციელებული თავდასხმა. როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ოფიციალური პირები ამბობენ, […]
“სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა, რუსეთიდან იმპორტი კი გაორმაგდა” – Sputnik

“სამხრეთ ოსეთიდან, 2024 წლის პირველ კვარტალში, ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაორმაგდა”, – ამის შესახებ პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ი წერს. როგორც ის წერს, რუსეთიდან იმპორტში პირველ ადგილზე ტექსტილი და ტექსტილის ნაწარმია, რომელსაც “სხვა საქონლის” კატეგორია მოსდევს. მესამე ადგილზეა აქციზური პროდუქტი, მეოთხეზე ავტომობილები. ხუთეულს საწვავი ხურავს. Sputnik-ის ინფორმაციით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, რუსეთიდან ცხინვალში თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლის, […]
Bloomberg: უკრაინამ პირველი F-16-ები მიიღო

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ F-16 გამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო. მათი რაოდენობა მცირეა. Bloomberg-ის თანამოსაუბრეებს არ დაუკონკრეტებიათ, შეძლებენ თუ არა F-16-ის მართვაში გაწვრთნილი უკრაინელი მფრინავები, თვითმფრინავების დაუყოვნებლივ გამოყენებას, თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება. მედია ადრე წერდა, რომ უკრაინა ზაფხულში — 6, წლის ბოლომდე კი 20 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე […]
ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს (90 კგ) კარიერაში მეორე ოლიმპიურ ოქრომდე ერთი ნაბიჯი აშორებდა. ფინალში მისი მეტოქე იაპონელი მურაო სანშირო იყო, რომელიც დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ნახევარფინალში ძიუდოისტმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს დამატებით დროში სძლია და პარიზის ოლიმპიადის ფინალში იასპარეზა. ლაშა ბექაურმა მერვედფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს […]
არის პირველი ოქრო – ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!

24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ბექაურმა ფინალში იაპონელი საშირო მურიო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. თავიდან ვაზარით ლაშას მეტოქე დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ბრძოლის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო. ლაშამ იაპონელს მეოთხედ სძლია, საქართველოს ნაკრები კი გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო […]
აშშ-მა საქართველოდან მცირე ზომის საფოსტო გზავნილები შეაჩერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოდან მცირე ზომის საფოსტო გზავნილები შეაჩერა. ინფორმაციას ბათუმელები საქართველოს ფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოქალაქეებს, მცირე ზომის გზავნილები, რომლებიც პირველი მაისიდან 24 ივლისამდე გაგზავნეს აშშ-ში, უკან დაუბრუნდათ. ბათუმელებთან საქართველოს ფოსტა განმარტავს, რომ გზავნილები ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ამის მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, ამ დროისთვის უცნობია. “შეფერხება ჰქონდა ამერიკას, წერილის და მცირე პაკეტის. არც […]
2024 წელს ტურისტთა ნაკადის 22%-იანი მატება გვაქვს – ახალციხის(რაბათის) ციხე

სტატისტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელს ტურისტთა ნაკადის 22%-იანი მატება გვაქვს, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ახალციხის(რაბათის) ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული განპირობებულია ახალციხის ციხის კომუნიკაციის და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერების განახლებული გეგმის კონცეფციის განხორციელებით და ზოგადად, ქვეყანაში ტურისტული სეგმენტის საგრძნობლად მომატებული აქტიურობით. “2023 წელს, ახალციხის ციხის ტურისტთა სტატისტიკური მონაცემებით კომპლექსი – 112 […]
საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც შესაძლებელს გახდის, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მისი თქმით, დონორთა ბანკში ჩასართავად და აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, მსურველებმა თბილისის მერიას შესაბამისი საბუთებით უნდა მიმართონ. „ღეროვანი […]
ზლენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი კიევი 1 ოქტომბრამდე შეაჩერებს საგარეო ვალების გადახდას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზლენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კიევს საშუალებას მისცემს, 1 ოქტომბრამდე შეაჩეროს საგარეო ვალების გადახდა. უკრაინის პარლამენტის მონაცემთა ბანკის თანახმად, ზელენსკიმ 31 ივლისს მოაწერა ხელი კანონს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, კიევი კრედიტორებს შეუთანხმდა, რომ 2024 წლის 1 აგვისტომდე გაიყინებოდა დაახლოებით 23 მილიონი დოლარის ოდენობის ვალების გასტუმრება. […]
ბექაურმა მოსახლიშვილს მოუგო და ფინალში გავიდა

24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ოლიმპიადის ფინალში გავიდა და ზედიზედ მეორედ შეუძლია გახდეს ჩემპიონი. ბექაურმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი დამატებით დროში დაამარცხა. ძირითად დროში მოწინააღმდეგეებს ორ-ორი შიდო ჰქონდათ, ლაშას ორი გდება არ ჩაუთვალეს, დამატებით დროში კი მოსახლიშვილი მესამედ გააფრთხილეს. ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს კი […]