მედია – უკრაინამ პირველი F-16 თვითმფრინავები მიიღო

უკრაინამ პირველი F-16 თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, დასავლელი მოკავშირეები კიევს პირველი F-16 თვითმფრინავების გადაცემას ივლისის ბოლომდე დაპირდნენ და ეს დაპირება შეასრულეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გადაცემული თვითმფრინავების რაოდენობა “მცირეა”.
გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს შეძლებენ თუ არა უკრაინელი პილოტები, რომლებიც F-16-ების ფრენისთვის გაწვრთნეს, გადაცემული თვითმფრინავების დაუყოვნებლივ გამოყენებას, თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ