ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე – ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით

მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ. ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი […]
ირაკლი კობახიძე – ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე, დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამით უმჯობესდება დაკავშირებადობა – ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა და ქვეყანა ყალიბდება ლოჯისტიკურ ცენტრად […]
ირაკლი კობახიძე – ბაკურციხე-წნორის ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მაგისტრალური გზების მშენებლობა 3-ჯერ გაიზარდა. მისივე […]
მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის კრიმინალთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა პროკურატურა (PCCOCS) ავრცელებს. განცხადების თანახმად, ორი ბრალდებულის დაკავება პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოხდა. პროკურატურის ცნობით, საქმის ფიგურანტები დანაშაულებს 2023 წლიდან ჩადიოდნენ. ერთ-ერთ სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი მაშ შემდეგ, რაც მან თითქოსდა შეაგროვა და უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს გადასცა ინფორმაცია, რომელიც […]
“მურუსიძეს ძველი ბოღმა აქვს წულუკიანის თუ ჩინჩალაძესთანაა უბრად?” – დავით ზურაბიშვილი

რა მაინტერესებს მართლა და ყოველგვარი ირონიის გარეშე: წულუკიანი რატომ აგებს ყველა სასამართლოს სამსახურიდან გაშვებულ თანამშრომლებთან? მურუსიძეს ძველი ბოღმა აქვს მისი თუ ჩინჩალაძესთანაა უბრად? არ მითხრათ ახლა ჩვენი სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელიაო. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლების […]
კამალა ჰარისი – ცხოვრება და კარიერა

ამერიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის ნომინანტი იქნება. სანამ მედია და პოლიტიკური სპექტრი იმაზე მსჯელობს, ვინ გახდება ბიულეტენზე ნომერ მეორე დემოკრატი, გიამბობთ ჰარისის კარიერისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების და მისი ვიცე-პრეზიდენტობის 4 წლის შესახებ.
ამერიკის ციხეების მონაცემთა ბაზიდან გაქრა აშშ-ში დანაშაულებისთვის ნასამართლევი რამდენიმე რუსი

ამერიკის ციხეების მონაცემთა ბაზიდან გაქრა შეერთებულ შტატებში დანაშაულებისთვის ნასამართლევი რამდენიმე რუსი. ეს მოხდა რუსეთის კოლონიებიდან ერთდროულად რამდენიმე პოლიტპატიმრის გაუჩინარების ფონზე. ამაზე ყურადღებას ამახვილებენ გამომძიებელი ჟურნალისტები. აშშ-ის მონაცემთა ბაზიდან გაქრა რუსეთის ძალოვანი სამინისტროების კონტრაქტორი ვლადისლავ კლიუშინი, აქციებით ინსაიდერულ ვაჭრობისთვის მსჯავრდადებული ალექსანდრ ვინნიკი, კრიპტობირჟების მეშვეობით ოთხი მილიარდი დოლარის გათეთრებისთვის მსჯავრდადებული მაქსიმ მარჩენკო, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სანქციების […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა სამართალდამცავი, რომელმაც სოფელ ატენში მცხოვრებ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების […]
პრემიერი – მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა – ახალგაზრდა, კახელი, ქიზიყელი, ძალიან მაგარი ქართველი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც არის წარმოუდგენელი წარმატება

მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ფინალის ყურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლაშა ბექაური რამდენიმე დღის წინ გახდა 24 წლის და ამ ასაკში ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონობა არის წარმოუდგენელი წარმატება. „ახალგაზრდა კაცი, კახელი კაცი, ქიზიყელი, ძალიან მაგარი ქართველი კაცი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, […]
საქართველოს იმის გამო სჯიან, რომ ომში არ ჩავერთეთ თუ რაიმე სხვა მიზეზი აქვთ? სჯობს პირდაპირ დაასახელონ მიზეზი, რადგან დემოკრატიის უკუსვლა ფაქტებით და საერთაშორისო რეიტინგებით არ დასტურდება

საქართველოს იმის გამო სჯიან, რომ ომში არ ჩავერთეთ თუ რაიმე სხვა მიზეზი აქვთ? სჯობს პირდაპირ დაასახელონ მიზეზი, რადგან დემოკრატიის უკუსვლა ფაქტებით და საერთაშორისო რეიტინგებით არ დასტურდება პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, უსამართლოა დემოკრატიის უკუსვლის დაბრალება ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიის ინდიკატორების მიხედვით, […]