ვედანტ პატელი – გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე – ჩვენ მზად ვართ, დამატებითი ქმედებები განვახორციელოთ, თუ საჭიროება იქნება

საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, სულ უფრო აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიეკრის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. მან ისაუბრა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე 95 მილიონი აშშ დოლარის გაყინვის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისკენ მიემართება და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის […]
სახდეპი: პოლიტიკის გადახედვა მიმდინარეობს, მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ქმედებები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ეხმაურება აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების გამო გადაიდგა. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს “პოლიტიკის გადახედვა” და აშშ მზადაა განახორციელოს “ნებისმიერი დამატებითი ქმედება” პატელი საუბრობს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე, გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა ასევე […]
“ესტონელი პარტნიორები ახალი პროექტების დაწყებისგან თავს იკავებენ” – ინტერვიუ ირაკლი როსტომაშვილთან

„პირდაპირ თქვას მთავრობამ, რომ არ გვინდა {ევროკაშირში}“ – აცხადებს დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ხელისუფლების მიერ მიღებულ „რუსული კანონზე“ საუბრისას, რომლის გამოც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ირაკლი როსტომაშვილის თქმითვე, „რუსულმა კანონმა“ კითხვები გაუჩინა ესტონელ პარტნიორებს, რომელთანაც „არსი“ 2013 წლიდან თანამშრომლობს სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე. „ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია პროგონოზირებადობა. ვინმემ მითხრას, რამდენად რეალურია […]
კოროხნალის მაღაროსთან პროტესტის მონაწილეებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილის და მალხაზ ლაბაძეს, რომლებიც კოროხნალის მაღაროსთან მეხუთე თვეა, აქციებს მართავენ, საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატის, ბრალდებულთა ინტერესების დამცველის, ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, მათ საქმის მასალები გადასცეს და წინასასამართლო პროცესი საჩხერის სასამართლოში 1 აგვისტოს გაიმართება. გამოძიება შუქრუთის მცხოვრებლებს, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. პროკურატურის […]
პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართულ ორგანიზებულ მოქმედებაში მონაწილე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს ,,მაღაროელი’’-ს კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა […]
“ეს მათ პრობლემებზე უფრო მიუთითებს” – ლომჯარია კობახიძის განცხადებაზე

საზოგადოებრივი პლატფორმის, საქართველოს ევროპული ორბიტა აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებას პასუხობს. კობახიძემ დღეს თქვა, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით თემის აწევა “ნინო ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული”. კობახიძე ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად ესწრებოდა, რომელიც რამდენიმე საათში მოკლეს.
კარდინი: დახმარების შეჩერება მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებებისადმი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი, საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის საგარეო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს მთავრობისთვის უცხოური დახმარების უმეტესი ნაწილი, წარმოადგენს მნიშვნელოვან და აუცილებელ პასუხს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე”, – ნათქვამია სენატორის განცხადებაში. სენატორი აღნიშნავს, რომ “საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება, – განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოეთის […]
დამკვირვებლების აზრით, ვენესუელაში არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა

აქციის მონაწილეები ვენესუელაში დღესაც, 31 ივლისს, ქუჩაში გამოვიდნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აღიაროს, რომ მან ოპოზიციასთან კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. მთავარმა საერთაშორისო დამკვირვებელმაც დაასკვნა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იყო. მთავრობამ დაგმო ორშაბათს დაწყებული საპროტესტო აქციები და მათ “გადატრიალების მცდელობა” უწოდა. მომიტინგეები გაყალბებულად მიიჩნევენ 28 ივლისის არჩევნების შედეგს, რომელიც ხმების 51%-ით, […]
Booking-ი ესპანეთის ბაზრის მონოპოლიისთვის $448 მლნ-ით დაჯარიმდა

ესპანეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა სასტუმროების ჯავშნების ონლაინ პლატფორმა Booking.com-ი $448 მილიონით დააჯარიმა – მიზეზი ბაზარზე დომინანტური პოზიციაა, რომელიც კომპანიას 2019 წლიდან უჭირავს. მარეგულირებელმა CNMC-იმ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ Booking Holdings-ის ესპანურ განაყოფს ორი 206.6 მილიონი ევროს ღირებულების ჯარიმა დაეკისრა, რადგან იგი ბოროტად იყენებს ბაზარზე თავის 70-90%-იან წილს, არასამართლიან პირობებში აყენებს სასტუმროებს და სხვა მსგავსი ტიპის პლატფორმებს […]