რუსეთმა YouTube-ის მუშაობა შეაფერხა

რუსეთის ტერიტორიაზე შეფერხებულია ამერიკული ვიდეოჰოსტინგის, YouTube-ის მუშაობა. 1 აგვისტოს მასობრივმა შეფერხებამ მოიცვა რუსეთის ოცამდე რეგიონის ქალაქები, მათ შორის მოსკოვი და პეტერბურგი. მომხმარებლებს შეზღუდული აქვთ ვიდეოების ატვირთვა და ყურება როგორც პერსონალურ კომპიუტერებში, ისე მობილურ ტელეფონებში. 25 ივლისს რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიწყებს ქვეყნის ტერიტორიაზე YouTube-ის მუშაობის 70%-მდე შენელებას. ხინშტეინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, […]

ტერაბანკმა ციფრული მომსახურების არხები განაახლა

ტერაბანკის მომხმარებლებს ამიერიდან მომსახურებების მიღება განახლებული ციფრული არხებით შეუძლიათ.ინტერნეტბანკს სრულიად განსხვავებული და მოსახერხებელი ფუნქციონალები დაემატა, განახლდა ბანკის ოფიციალური ვებსაიტიც www.terabank.ge, რომელიც ინფორმაციულად მეტად მრავალფეროვანი და მომხმარებელზე ორიენტირებული გახდა. განახლებულ ინტერნეტბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, სურვილისამებრ მართონ მთავარ გვერდზე არსებული ბლოკები და საკუთარ საჭიროებებზე მოირგონ ისინი, ისარგებლონ თანამედროვე, გაუმჯობესებული ინტერფეისითა და პროდუქტების შეკვეთისა თუ გააქტიურების შესაძლებლობებით. საგულისხმოა, რომ […]

ირაკლი კობახიძე – 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი

წელს, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით. „გუშინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და 6 თვის მაჩვენებელი დაფიქსირდა, 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია […]

კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე განაცხადების წარდგენა 2 აგვისტოდან შეეძლებათ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტა, შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება, ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა კი 3000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა. „ეს საკითხი დავამუშავეთ, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. უკვე ცხადდება კონკურსი, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით […]

პრემიერი ანაკლიის პორტზე – საერთაშორისო ტენდერები დასრულდა, შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები დასრულდა და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ბელგიური კომპანია შეირჩა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის მოგება “სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო”. მან დავის მოგებისთვის, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს და სამინისტროს მადლობა გადაუხადა. „სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. „ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველოში […]

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ერთად ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნას დაესწრო. ბაკურციხე-წნორის ახალი გზა საერთაშორისო საგზაო მარშრუტის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ასფალტბეტონის 2-ზოლიანი საფარით, სადაც საქართველოში პირველად გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები. ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 […]

ანაკლიის პორტს ბელგიური კომპანია Jan De Nul ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. 4 კომპანიიდან […]

კონგრესმენი უილიამ კიტინგი – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება, – ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი, უილიამ კიტინგი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავლისთვის […]

ირაკლი კობახიძე ლაშა ბექაურს მეორე ოლიმპიურ ოქროს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მეორე ოლიმპიურ ოქროს ულოცავს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველო 200 ოლიმპიურ გუნდს შორის მე-14 ადგილს იკავებს. „ოლიმპიადაზე ჩვენი გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან წარმატებული. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ლაშა ბექაურს ოლიმპიური მეორე ოქროს მედალი. ლაშა ასრულებს დაპირებას. სამი წლის წინ ის შეგვპირდა, რომ 3 ოლიმპიურ ოქროს მოიგებდა და […]