სოფელ გეგუთის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით პირველად ისარგებლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, საქლორატორო. ასევე გათვალისწინებულია ნაპირდამცავი […]

რთველის სუბსიდირების პროგრამით 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა – პრემიერი

რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლიდან წლამდე ვითარდება ქვეყანაში მევენახეობა, მეღვინეობა და ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან დიდია. „სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, […]

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება – პრემიერი

ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა ლაშა ბექაურს ოლიმპიური ოქროს, ხოლო ტატო გრიგალაშვილს […]

ყველანაირი პირობა იყო შექმნილი მთავრობის მხრიდან კონსორციუმისთვის, თუმცა კონსორციუმმა საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა – პრემიერი

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. „ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ მოიგო საარბიტრაჟო დავა. ეს ძალიან […]

როგორ აფასებს Grammarly – ის ინჟინერი იგორ კონუნჩენკო Startup Grind – ის ღონისძიებას

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობას და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი და Startup Grind უკვე 5 წელია რაც თანამშრომლობენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში კი 45-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა და 7 000 – ზე მეტ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდა 100 – ზე მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებული ანტრეპრენერისთვის მოესმინათ. Startup […]

მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა, მივუსამძიმრო […]

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია გამოვლინდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტტო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. […]

ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება – GWP აბონენტებს აფრთხილებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – წყნეთის გზატკეცილის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის პრესსამსახური ავრცელებს. ჯივიპიმ პროექტში 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განაახლა 2 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები და 0,5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების ქსელი. ასევე, განახლებულ ქსელზე დაამონტაჟა […]

ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, მიყვარხართ გულში – ლაშა ბექაური

ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა. “მინდა, ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს. ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია, მიყვარხართ გულში,” – მიმართა ბექაურმა გულშემატკივარს გამარჯვების შემდეგ, […]

ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) გამოვლინდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ტენდერის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ბელგიური კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ოთხი კომპანიიდან […]