გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი იზრდება

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი იზრდება,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 15.6 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 146 ტონით (1%-ით), […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის

ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა ლაშა ბექაურს ოლიმპიური ოქროს, ხოლო ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიური ვერცხლის მედალი. მთავრობის მეთაურმა […]

ლაშა ბექაურის მამა: ძალიან რომ უჭირდა, ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. ბედნიერი მშობელი ვარ, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი, რომელსაც თავისი სამშობლოსთვის სიხარული მოაქვს

ლაშა ბექაურის მამა: ძალიან რომ უჭირდა, ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. ბედნიერი მშობელი ვარ, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი, რომელსაც თავისი სამშობლოსთვის სიხარული მოაქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამის, გელა ბექაურის კომენტარს პარიზიდან აზიარებს. „ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, ძალიან რომ უჭირდა. დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. როგორც წინა ოლიმპიადაზე, ეჭვი […]

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენა გააუქმეს. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასთან“, „ჰეზბოლასა“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე, „ბრიტანულმა ავიახაზებმა“ რეისები 2 აგვისტომდე, ხოლო ამერიკულმა კომპანიებმა – 6 აგვისტომდე გააუქმეს. ამის გამო ისრაელის ათასობით მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. „მნიშვნელოვანია ამ სფეროში სანქციების გამკაცრება იქიდან […]

ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს ბათუმში, კლუბ “სოჰოს” მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ივლისს სამი ადამიანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი მძიმედაა დაჭრილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის სექტორი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს – მარიამ ქვრივიშვილი

2024 წლის პირველ ნახევარში – იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1,898.4 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ორი კვარტლის ჭრილში ისტორიული მაქსიმუმია და 2019 წლის შესაბამის დონეს 30.4%-ით აჭარბებს. „ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ აგრძელებს იყოს დივერსიფიცირებული. შემოსავლების […]

ნიდერლანდებში, ღამით ნებართვის გარეშე ფრენებისთვის, 4 ავიაკომპანია 1 მლნ ევროთი დაჯარიმდა

ნიდერლანდებში ოთხი ავიაკომპანია 1 მილიონ ევროზე მეტით დაჯარიმდა ღამით შესაბამისი ნებართვის გარეშე ფრენისთვის და გამოუყენებელი სლოტების დაბრუნების გამო, განაცხადა ქვეყნის სატრანსპორტო ინსპექციამ. ყველაზე დიდი ჯარიმა 930 ათასი ევრო EasyJet-ს დაეკისრა. British Airways 50 ათასი ევროთი დაჯარიმდა, TUI Airlines – 60 ათასი ევროთი, ხოლო Vueling Airlines-ი 25 ათასი ევროთი. ნიდერლანდებში ავიაკომპანიებს შეუძლიათ თვითმფრინავების აფრენა და დაშვება […]

იმერეთში „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის, ზუთხის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა – ზუთხი, მოქალაქემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე მოიპოვა. სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ხის ნავიდან ჩასაკიდებელი იარუსების, კერძოდ 35 ერთეული ანკელარის გამოყენებით ახდენდა. ზუთხის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის […]

2012 წელს გადამუშავდა 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს 221 000 ტონაზე მეტი, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს – პრემიერი

2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა ამ თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, მხარდაჭერა და დაფინანსება, ხელს უწყობს აღნიშნული დარგის განვითარებას. „მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის მონაცემები რომელიც […]