გამოვლინდა კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს

“ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საუბარია კომპანიაზე: Jan De Nul-ი, რომელიც კობახიძის თანახმად, ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. „ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ მოიგო საარბიტრაჟო დავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. […]
არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის ძირგამომთხრელ, მიზანმიმართულ მავნებლურ საქმიანობას ქართულ-დასავლური, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ, რეაგირების გარეშე არ ტოვებს ვაშინგტონი

ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის ძირგამომთხრელ, მიზანმიმართულ მავნებლურ საქმიანობას ქართულ-დასავლური, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ, რეაგირების გარეშე არ ტოვებს ვაშინგტონი. 26 ოქტომბერს ივანიშვილი ჩამოშორდება მმართველობას და ქართველი ხალხი დაასრულებს ავტორიტარიზმის ეპოქას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არმაზ ახვლედიანმა აშშ-ის მიერ 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. ახვლედიანის თქმით, „შეუთავსებელია ივანიშვილის ლტოლვა და ჟინი, […]
ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრება იგეგმება

მთავრობა ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრებას გეგმავს. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შევა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებს გააცნო. როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობს და საჭიროა პრევენციული ზომების მიღება. კობახიძის ინფორმაციით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს. “ცვლილებების თანახმად, […]
ბექა ლილუაშვილი – ხელისუფლება ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი

როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან – ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, – ამის შესახებ პარტია […]
The Times – უკრაინამ ნიდერლანდებიდან F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი მიიღო

უკრაინამ F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი ნიდერლანდებიდან მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებიდან გამანადგურებლები უკვე უკრაინაში ჩავიდა და მალე რამდენიმე F-16-ს კიევი დანიიდანაც მიიღებს. შეგახსენებთ, გუშინ, Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ F-16 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. გავრცელებული ინფორმაცია კიევს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება

რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ჩვენ ქვეყანაში მევენახეობა, […]
რომან გოცირიძე – დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს – ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა

დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს – მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით და ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი […]
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. „თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ინფექციური პათოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების განვითარებაში. თბილისის საკრებულოს სახელით, ვუსამძიმრებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახს, კოლეგებსა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, […]
მარიამ ქვრივიშვილი – 2024 წლის იანვარი – ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა

2024 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1,898.4 მილიონი აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ორი კვარტლის ჭრილში ისტორიული მაქსიმუმია და 2019 წლის შესაბამის დონეს 30.4%-ით აჭარბებს. „ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია […]
გორის მერია – გორელ ახალგაზრდებს „TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა

გორელ ახალგაზრდებს „TECHSKILLS BOOTCAMP 2024“ საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 15-იდან 19 წლამდე მოზარდები ბაკურიანში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. „პროექტის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ, ესწრებოდნენ სასწავლო კურსებს Web/Mobile Development მიმართულებით და მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებში. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკუთარი იდეები. ორ საუკეთესო იდეის ავტორს გადაეცა პრიზები. […]