ეკოსაგანმანათლებლო პროექტი პარკი არ მინდა

ორგანიზაცია პარკია არ მინდა ეკოსაგანმანათლებლო პროექტია, რომლის მისიაა ნარჩენების შემცირება საქართველოში. ტატიანა რემნევა, ორგანიზაციის პარკი არ მინდა თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე, ნარჩენების მართვის როლზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია პარკი არ მინდა-ს საოპერაციო საქმიანობის შესახებ? ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ინფორმაციას, ინსტრუმენტებსა და […]

ამ დრომდე კრიტიკულია იმ მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც სამართალდამცველმა მძიმე დაზიანება მიაყენა

ამ დრომდე კრიტიკულია იმ მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სამართალდამცველმა მძიმე დაზიანება მიაყენა. სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის ზურაბ ნადირაშვილის ინფორმაციით, ჩატარებული ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ, პაციენტს უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში. ,,51 წლის მამაკაცი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ 30 ივლისს მძიმე მდგომარეობაში. ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, […]

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგის პირველი ეტაპი დაასრულა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგის პირველი ეტაპი დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მყინვარულ ტბებზე, მყინვარების ნაპრალებსა და კლდეზვავურ პროცესებზე დაკვირვება განხორციელდა. ასევე, შეფასდა მყინვარის ენის დნობის (აბლაციის) დინამიკა, რომლის შედარებაც ისტორიულ მონაცემებთან მოხდება. „აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას დაგეგმილია წამყვანი შვეიცარიული კომპანია – “GEOTEST AG” […]

საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდება

საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდება, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფისი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კირ სტარმერი პოლიციის ხელმძღვანელობას მთავრობის სრულ მხარდაჭერას შესთავაზებს, მას შემდეგ რაც ქუჩებში ექსტრემისტული ძალადობისა და სამოქალაქო არეულობის არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. გასულ ღამეს არეულობის დროს 50-ზე მეტი […]

ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება – პრემიერი

ანაზღაურებად სტაჟირებაზე ცხადდება კონკურსი, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შეტანა. „ბოლო საკითხი შეეხება ანაზღაურებად სტაჟირებას კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ დავასრულეთ ეს საკითხი, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამისათვის. უკვე ცხადდება […]

გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – 26 ოქტომბერს, ერთიანობით მივდივართ არჩევნებზე და ამ კანონს ვაუქმებთ, ეს არის გამოსავალი

26 ოქტომბერს, ერთიანობით მივდივართ არჩევნებზე და ამ კანონს ვაუქმებთ, ეს არის გამოსავალი, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დღეიდან ძალაში შესვლას. ვაშაძე მიესალმება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებიც უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებას არ აპირებენ და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. „ყველამ ერთად უნდა […]

მაია ომიაძე – შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა და ახალ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ, წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის […]

შალვა პაპუაშვილი თენგიზ ცერცვაძეზე – იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას, პატივისცემას და დაფასებას

ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. „იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან […]

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია განახორციელებს

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. „ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ მოიგო საარბიტრაჟო დავა. ეს ძალიან […]

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის, – […]