დავითაშვილი დახმარების შეჩერებაზე: არ ვიცი, რაზეა საუბარი, ალბათ მეტი განმარტება იქნება

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ “არ აქვს ინფორმაცია”, კონკრეტულად რომელი დახმარება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მიაჩნია, რომ “მეტი განმარტებაა საჭირო”. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ის ირწმუნებოდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია და აშშ-სთან პარტნიორობა “ისეთივე აქტუალურია”, როგორც ყოველთვის. “საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია. მკაფიოდ მინდა განვაცხადო. ეს არის ძალიან ცალსახა. შესაბამისად, […]
იაგო ხვიჩია – გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან არის ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყი და მმართველი პარტია ასე გადის არჩევნებზე – ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები შანსებს ვერ იყენებენ, თორემ „ქართული ოცნება“ მეტი რით დაგეხმაროს წინასაარჩევნოდ?

რეალურად, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან არის ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყი და მმართველი პარტია ასე გადის არჩევნებზე – ოპოზიცია, ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ “ქართულმა ოცნებამ” მეტი რა ქნას, რით დაგეხმაროს წინასაარჩევნოდ? – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დაუშვებელია, ოპოზიციამ “ქართული ოცნების” ასეთი ტიპის წინასაარჩევნო დახმარება არ გამოიყენოს. როგორც […]
სურსათის ეროვნული სააგენტო – NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული პროტეინის წასახემსებელი ფილები სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა

იტალიური ბრენდის NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული პროტეინის წასახემსებელი ფილები საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი […]
სალმონელოზის გამოვლენის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

სალმონელოზის გამოვლენის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის ჯგუფური შემთხვევის (სულ 6 პაციენტი, მათ შორის 3 ლაბორატორიულად დადასტურებული) შესახებ. „ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ რესტორანში „ორი კათხა“ (მის: ვიქტორ კუპრაძის ქ.N52), სადაც მიირთვეს ხინკალი, ქათმის ფილეს მწვადი და სალათი ცეზარი […]
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგის პირველი ეტაპი დაასრულა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგის პირველი ეტაპი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მყინვარულ ტბებზე, მყინვარების ნაპრალებსა და კლდეზვავურ პროცესებზე დაკვირვება. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ასევე, შეფასდა მყინვარის ენის დნობის (აბლაციის) დინამიკა, რომლის შედარებაც მოხდება ისტორიულ მონაცემებთან. აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას დაგეგმილია წამყვანი შვეიცარიული კომპანია – „GEOTEST AG“ – ის ექსპერტების, ვიზიტი საქართველოში, რომლებიც სააგენტოს […]
დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, უკვე აშშ-მ – ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა და ეკონომიკის ჩამოშლა – გოცირიძე

დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს – მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით და ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი […]
ნაცემი რევაზ მიხანაშვილი რეანიმაციაში რჩება – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზეა. “მთავარის” ინფორმაციით, მიხანაშვილი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის და ინტერპოლის მოქმედი თანამშრომლის, ზვიად მიხანაშვილის ძმა. ზვიად მიხანაშვილი 2018 წელს წყნეთში დაჭრეს, ის კლინიკაშიც იყო მოთავსებული. წყარო გვეუბნება, რომ მომხდარი ინციდენტის […]
თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა – გიორგი ვაშაძე პრემიერს

ირაკლი კობახიძე, მინდა, პირადად მოგმართო, თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ვფიქრობ, ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, [ირანში] რომ ჩავიდა, ტაშს რას უკრავდა, ვისთან ერთად უკრავდა? – ამის შესახებ „ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, პრემიერ-მინისტრის ირანში ჩასვლა […]
“გრანდებს ოსიმენის ყიდვა მისი ხასიათის გამო არ სურთ” -“ნაპოლის” ლეგენდამ ნიგერიელზე ისაუბრა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ “ნაპოლის” ვიქტორ ოსიმენი დატოვებდა, თუმცა ნიგერიელის გამოსასყიდი თანხის გადახდას ჯერჯერობით არცერთი ევროპული კლუბი არ გეგმავს. თავის მხრივ, “პარტენოპეიში” ოსიმენის სასწრაფოდ გასხვისება და მის ნაცვლად “ჩელსიდან” რომელუ ლუკაკუს ყიდვა სურთ. “ნაპოლის” ლეგენდამ, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ნიგერიელის შესახებ ისაუბრა. “ოსიმენის სიტუაცია საყურადღებოა, თითქოს მისი […]
ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის
ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ,,იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან […]