პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს […]
„ხალხის ძალა“ – საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, შესაბამისად იზრდება ბიუჯეტიც, ამიტომ, ნურავის ექნება ილუზია, რომ ფინანსური შანტაჟით გვაიძულებენ, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, შესაბამისად იზრდება ბიუჯეტიც, ამიტომ, ნურავის ექნება ილუზია, რომ ფინანსური შანტაჟით გვაიძულებენ, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავცრელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ხელისუფლებაზე არსებული ზეწოლა კონკრეტულ ქმედებაში აისახა: ჯერ აშშ-ს მთავრობის კონკრეტულმა წარმომადგენელმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერების შესახებ გააკეთა […]
ოთარ შამუგია – ხე-ტყის უკანონო მოპოვება რჩება გამოწვევად, აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების მიზანი, ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა. „პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ კანონპროექტი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შესახებ, რომელიც […]
ნინა კეკელიძე – საქართველო ევროპელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ და მათ ვიზიტებს ქვეყანაში ხელს უწყობს პირდაპირი ავიარეისები

ევროპა იყო, არის და დარჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და პარტნიორად, თავისი მრავალფეროვანი და განვითარებული კულტურით, – აცხადებს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი. ნინა კეკელიძის თქმით, საქართველო ევროპელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ და მათ ვიზიტებს ქვეყანაში ხელს უწყობს ის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც ევროპის მრავალი ქალაქიდან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ხორციელდება. „ევროპის ქვეყნებს ძალიან მოსწონთ და უყვართ […]
გიორგი ამილახვარი – ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და არც არასდროს შეჩერდება

ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და არც არასდროს შეჩერდება! – ეს განცხადება მედიასთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა. ამასთან, დასმულ კითხვაზე, როდის გაიხსნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომლის მშენებლობაც მან გასულ წელს ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან ერთად დაათვალიერა, ამილახვარმა განაცხადა, რომ „სკოლის მშენებლობა არც ერთი დღით, არც ერთი წამითა და არც ერთი მოქმედებით […]
6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი

6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი ჩვენ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, […]
ჩინური კონსორციუმი CCCC შესაძლოა, ანაკლიის ტენდერში გამარჯვებულად არც გამოვლინდეს – მინისტრი

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად შესაძლოა არც დასახელდეს. ამის შესახებ მინისტრმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. „მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ჩვენ გამოვლენილი გვყავს ერთი პრეტენდენტი, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საინვესტიციო წინადადების გამოკვეთა. გრძელდება მოლაპარაკებები პრეტენდენტ კომპანიასთან და ვფიქრობ გეგმაზომიერად მიმდინარეობს ეს პროცესი და შევარჩევთ. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ბანკი აგრძელებს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ზუგდიდში გამართა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური და საგადასახადო საკითხები გააცნო. ღონისძიების მონაწილეები საგადასახადო კოდექსში და შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებში შეტანილ ცვლილებებს გაეცნენ. ასევე განიხილეს საკითხი ახალი საჯარო გადაწყვეტილება გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე. […]
ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში ახალგაზრდები 500 ლარს მიიღებენ – მინისტრი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზე საბუთების მიღება 2 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდება. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ანაზღაურების სახით ახალგაზრდებს 500 ლარი დაერიცხებათ. „კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულს, ვინც წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, ასევე, ყველა მეოთხე კურსელს, ყველა მაგისტრანტს, ვინც მაგისტრატურაზე სწავლობს და ვინც წელს დაამთავრა მაგისტრატურა. ძირითად კრიტერიუმებად განისაზღვრა […]
ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მიმდინარეობს მუშაობა წინადადებების დაზუსტების შესახებ – მინისტრი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე დეტალური განმარტებები გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, მართალია, უკვე გამოვლენილია პრეტენდენტი – კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore), თუმცა, ამ ეტაპზე მასთან მიმდინარეობს მუშაობა […]