დღეიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შედის

დღეიდან ძალაშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა […]

რუსეთმა YouTube-ის მუშაობა შეაფერხა

რუსეთის ტერიტორიაზე შეფერხებულია ამერიკული ვიდეოჰოსტინგის, YouTube-ის მუშაობა. 1 აგვისტოს მასობრივმა შეფერხებამ მოიცვა რუსეთის ოცამდე რეგიონის ქალაქები, მათ შორის მოსკოვი და პეტერბურგი. მომხმარებლებს შეზღუდული აქვთ ვიდეოების ატვირთვა და ყურება როგორც პერსონალურ კომპიუტერებში, ისე მობილურ ტელეფონებში. 25 ივლისს რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიწყებს ქვეყნის ტერიტორიაზე YouTube-ის მუშაობის 70%-მდე შენელებას. ხინშტეინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, […]

„ხე-ტყის უკანონო მოპოვება რჩება გამოწვევად, აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები“ – ოთარ შამუგია

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების მიზანი, ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა. „პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ კანონპროექტი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შესახებ, რომელიც […]

მირიან მირიანაშვილი – თუ აშშ-საქართველოს ხელისუფლებების დაპირისპირების ტრენდი გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო უარესი და სარისკო გადაწყვეტილებების სამყაროში აღმოვჩნდეთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – ბატონო მირიან, იმის გამო, რომ თეირანში ახლად არჩეული ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშკიანის ინაუგურაციაზე ჩასული „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიუ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ. მომხდარი რომ შემთხვევით არ მომხდარა ფაქტია. ირანი ისმაილ ჰანიუს მკვლელობას ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელი, ტრადიციულად, მომხდარში […]

ნინო წილოსანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრაციას ნებაყოფლობით არ გაივლიან

იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრაციას ნებაყოფლობით არ გაივლიან, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან მოიძიოს. “თავისთავად, ამ ორგანიზაციებისთვის არ არის უცხო, რომ […]

ლევან ბეჟაშვილი – ივანიშვილი საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით ატყუებდა, 12 წლის თავზე კი მივიღეთ „ჰეზბოლასთან“და „ჰამასთან“ დამეგობრებული ქვეყანა

იყო დრო, როცა ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით ატყუებდა, 12 წლის თავზე კი მივიღეთ იზოლირებული და „ჰეზბოლასთან“ დამეგობრებული ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მის თქმით, 26 ოქტომბერს „საქართველომ უნდა მოიშოროს ივანიშვილის ,,ოცნება“ და სენი“. „იყო დრო, როცა ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს […]

ოთარ შამუგია – ჩვენი მიზანია, სრულად დაბინავდეს მოსავალი და მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის რეალიზაცია, ხოლო ღვინის ინდუსტრიამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება

ჩვენი მიზანია, სრულად დაბინავდეს მოსავალი და მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის რეალიზაცია, ხოლო ღვინის ინდუსტრიამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2024-ის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ბანკი რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. „ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ზუგდიდში გამართა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური და საგადასახადო საკითხები გააცნო. ღონისძიების მონაწილეები საგადასახადო კოდექსში და […]

დაკავებულია შსს-ს სპეცრაზმელი, რომელსაც თანასოფლელის სასტიკად ცემა ედება ბრალად

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 29 ივლისს შსს-ს სპეცრაზმელი თანასოფლელს სავარაუდოდ სასტიკად გაუსწორდა. დაზარალებულს მკურნალობა გორში უტარდება, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარში სავარაუდო მონაწილე სამართალდამცავი 31 ივლისს დააკავა. დაკავებული 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 […]

ლევან დავითაშვილი ირანში ჩასვლაზე – პროტოკოლურად არის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ – პრემიერი მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური

პროტოკოლურად არის გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ – პრემიერი მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მისი და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანში ჩასვლას შეეხებოდა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საკუთარი საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს, ეს არის […]