რას საქმიანობს კომპანია Jan De Nul-ი, რომელიც ანაკლიის პორტის ფსკერს დააღრმავებს

ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი გამოავლინა. აღნიშნულ ტენდერში ეკონომიკის სამინისტროს მოწვეული ჰყავდა ოთხი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც მსოფლიოს ფსკერდაღრმავებითი ფლოტის 80%-ს ფლობენ. საბოლოოდ ტენდერში საკუთარი წინადადება სამმა კომპანიამ წარადგინა, ხოლო გამარჯვებულად ბელგიური Jan De Nul-ი გამოვლინდა. ბელგიური საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია 1938 წლიდან ოპერირებს, […]

“ჩვენ როცა ვთხოვთ იგივეს, კამერები არა აქვთ” – ნათელაშვილი

აგერ დილიდან ვუყურებ საინფორმაციოს და გათენებიდანვე ტვ-პირველზე იწყება ჩართვა რეჟიმის სანქცირებაზე, იმ პოლიტიკოსებისა ვინც, პარლამენტში შევარდა და ხელიც კი არ მოგვიწერა ოლიგარქის დასანქცირების დოკუმენტებზე. ჩვენ როცა ვთხოვთ იგივეს, კამერები არა აქვთ. მერე გვიქადაგებენ ერთიანობას იგივე ეკრანებიდან. აბა, ამათ ხელში რა კარგი დაადგებოდა ქვეყანას.

გამუდმებული ზეწოლისა და შანტაჟის პარალელურად, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოზე მომდინარე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და არნახულ მასშტაბებს შეიძენს

გამუდმებული ზეწოლისა და შანტაჟის პარალელურად, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოზე მომდინარე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და არნახულ მასშტაბებს შეიძენს პარტია “ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს: „რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ხელისუფლებაზე არსებული ზეწოლა კონკრეტულ ქმედებაში აისახა: ჯერ აშშ-ს მთავრობის კონკრეტულმა წარმომადგენელმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო იმავე დღეს […]

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან ჯაშუშობის საქმის გამო

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი დიპლომატი და მას 48 საათი მიეცა ქვეყნის დასატოვებლად. ნაბიჯი გადაიდგა მას მერე, რაც მოლდოვის უშიშროების სამსახურმა დააკავა მოლდოვის ორი მოხელე პარლამენტის ტერიტორიაზე რეიდის დროს, რომელიც ჯაშუშობის საქმის გამოძიებას უკავშირდებოდა. რუსეთის ელჩი მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვი „გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადაეცა ნოტა მისი თანამშრომლის არსასურველ პირად გამოცხადების […]

ილია სულამანიძე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100 კგ) ილია სულამანიძემ იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია და მეოთხედფინალშია გავიდა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში, გასულ თვეში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური დაიღუპა

ღაზაში, გასულ თვეში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მუჰამედ დეიფის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაზვერვამ რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. „2024 წლის 13 ივლისს მუჰამედ დეიფის, „ღაზის ბინ ლადენის“ სიკვდილი „ჰამასის“, როგორც სამხედრო და სამთავრობო ორგანიზაციის განადგურებისკენ და ჩვენ მიერ დასახული […]

„ხალხის ძალა“ – შესაძლოა, ისეთ ვა-ბანკზეც წავიდნენ, რომ 95 მილიონიანი „დახმარების“ შეჩერება მათ არაადეკვატურ შემდგომ ნაბიჯებთან შედარებით სასაცილოდაც კი მოგვეჩვენოს

გამუდმებული ზეწოლისა და შანტაჟის პარალელურად, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოზე მომდინარე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ ისეთ ვა-ბანკზე წავიდნენ, რომ 95 მილიონიანი „დახმარების“ შეჩერება მათ არაადეკვატურ შემდგომ ნაბიჯებთან შედარებით სასაცილოდაც კი მოგვეჩვენოს. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. პარტია მიიჩნევს, რომ ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების […]

ლევან დავითაშვილი – არბიტრაჟმა სახელმწიფო გამარჯვებულად გამოაცხადა, სხვა შედეგი მოსალოდნელი არ იყო – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს

ის, რომ კონსორციუმს პროექტის განვითარების კუთხით სამუშაოების წარმართვა ეზღუდებოდა, ეს არის საფუძველმოკლებული – არბიტრაჟმა სახელმწიფო ამ პროცესში გამარჯვებულად გამოაცხადა. სხვა შედეგი მოსალოდნელი არ იყო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ყველა სპეკულაცია უნდა დასრულდეს“. „ცალსახაა, რომ არბიტრაჟმა სახელმწიფო ამ პროცესში […]

სულამანიძის წარმატებული დებიუტი – ილია ოლიმპიადის მეოთხედფინალშია!

პარიზის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირზე დღეს -100 კილოგრამით წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ილია სულამანიძე ასპარეზობს. ილიამ შეჯიბრებაში მონაწილეობა მეორე წრიდან დაიწყო და იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია. სულამანიძე მეოთხედფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან […]

შეერთებული შტატები აჩერებს საქართველოს მთავრობის დახმარებას – საელჩო ბლინკენის განცხადებას ავრცელებს

აშშ–ს საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში, წერს: შეერთებული შტატები აჩერებს საქართველოს მთავრობის დახმარებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება 31 ივლისი, 2024 23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს მთავრობისთვის. საქართველოს […]