ნინო წილოსანი – ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა, თუმცა საქართველოში, როგორც არასდროს, ისე არის სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი

ამ ინფორმაციას დარწმუნებული ვარ, რომ აფრიალებენ ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ხურავდნენ, უვარდებოდნენ, ატერორებდნენ და ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლება ჰქონდათ დაპატიმრებული და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედაც ეს რეიტინგი, რომელიც ვითომდა გაუარესებას გვაჩვენებს საქართველოში მედია გარემოსი იქნება მათი მხრიდან ინსპირირებული და ინფორმაცია მიწოდებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე […]

წილოსანი: ორგანიზაციას, რომელიც ბაზაში არ დარეგისტრირდება, სამინისტრო დაარეგისტრირებს

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც ბაზაში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან, იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს. წილოსანი ამბობს, რომ რუსული კანონის მოქმედების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს ამის “უფლება და ვალდებულება” აქვს. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის თქმით, უწყებას აქვს ვალდებულება მათ შორის ფიზიკური პირებისგან მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებზე. წილოსანი ასევე ფიქრობს, რომ “ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა […]

საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაუარესდა – RSF – Netgazeti • RSF • მედია • რეპორტიორები საზღვრებს გარეშე • Netgazeti.ge

საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“(RSF) – თანახმად, 2024 წლისთვის საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, 2023 წელთან შედარებით, საქართველო რეიტინგში 26 პუნქტით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 53.05 ქულით 103-ე ადგილზეა. 2023 წელს საქართველო 61.69 ქულით 77-ე ადგილზე იყო. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ქვეყნებში პრესის თავისუფლებას შემდეგი ინდიკატორებით აფასებს: პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური. საქართველოს […]

“აღარავის შევიძენთ და ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ” – ანჩელოტიმ “რეალის” მომდევნო სეზონის გეგმებზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ As-თან ინტერვიუში კლუბის გეგმების შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, “ბლანკოსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების დამატებას აღარ აპირებს. “ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დასრულებულია, სიმართლე გითხრათ, ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. ნებისმიერ პოზიციაზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელები გვყავს. განვიცდი, რომ კროოსი აღარ გვყავს, ის ძალიან დაგვაკლდება, თუმცა გვაქვს რესურსი, რომ გერმანელი შევცვალოთ. არ ვამბობ, რომ […]

“თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს…”

ოთარ ჭილაძის წერილი „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა […]

დღეს ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა და ასევე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “მოალერსე” დღესასწაული

დღეს ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა და ასევე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “მოალერსე” ანუ “ყოველთა სიხარულთა სიხარული” დღესასწაულია ამ ხატის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი და მის წინაშე მიაბარა ღირსმა მამამ სული უფალს თავის სანაკში. ხატი მცირე ანალოგიაზე იყო დაბრძანებული, წმ. სერაფიმე კი თავისი თეთრი შესამოსელით მუხლმოყრილი იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა დაკრეფილი. ბევრს ისიც კი […]

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

31 ივლისს რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ფოთის თეატრის სეზონი საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლ „ქარიშხლით” დასრულდა. წარმოდგენა ანშლაგით ჩატარდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მეათე, საიუბილეო წელს აღნიშნავს. 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ღონისძიებებს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები მასპინძლობენ. ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული თეატრალური დასები მონაწილეობენ. ფესტივალი 26 ივლისს ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით […]

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარებული […]

2025 წელს ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის სახლ-მუზეუმი გაიხსნება – ზაურ ახვლედიანი

2025 წელს ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის სახლ-მუზეუმი გაიხსნება, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, ჩაის მუზეუმს ლედ-ტექნიკით ჩინური მხარე აღჭურავს. ამას გარდა, ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები აპირებენ, რომ გარკვეული კონტრიბუცია გაიღონ მუზეუმის კეთილმოწყობისთვის. „2025 წელს ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლი, რომელიც […]

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

„შრომის ბიულეტენი“, რომელიც მხარდაჭერილია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ, გთავაზობთ მნიშვნელოვან საკითხებს – პირადი განცხადებით გათავისუფლება და სასამართლო პრაქტიკა, სისხლის დონორი დასაქმებულის უფლებები, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მიმღები დედის დეკრეტული შვებულება ევროკავშირში“. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურის დატოვების მიუხედავად, დასაქმებულს აქვს უფლება იდავოს, რომ სამუშაოდან წასვლის ნება არ გამოუვლენია ან გამოვლენილი ნება არ იყო […]