ძმებს სახლში თავს დაესხნენ, დანებით – ერთი გარდაიცვალა – პროკურატურამ 6 პირს ბრალი წარუდგინა

სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 6 პირს ბრალდება წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობითმ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ თავდასხმას და ანგარიშსწორების მიზნით 19 მაისს, სენაკში დანებით შეიარაღებულები მივიდნენ ძმების საცხოვრებელ სახლში. წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ თავდასხმას […]
“ისრაელზე მოსალოდნელი შეტევის რამდენიმე სცენარი – იქნება თუ არა დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში?”– ბატიაშვილი

იქნება თუ არა დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში “ჰამასის” ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ? მართალია ახლა ომი არცერთ მხარეს (ისრაელი, აშშ, ირანი, ლიბანი, “ჰესბოლა” და ა.შ.) არ აწყობს, მაგრამ იქ სადაც ესკალაცია მიმდინარეობს (რაც ფაქტია, რომ ასეა ამჟამად ახლო აღმოსავლეთში), ძალის გადამეტებით გამოყენების ერთ ფაქტსაც კი შეიძლება დიდი ომის დაწყება მოჰყვეს. ყველაფერი კი მაინც დამოკიდებულია ირანის პასუხის მასშტაბებზე, […]
ილია სულამანიძე ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ფინალში გავიდა. სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი […]
წერეთელი ამბობს, რომ განხეთქილება არა შედეგებთან, არამედ პრაიმერიზის პროცესთანაა კავშირში

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ პარტიაში განხეთქილების მიზეზი არა პრაიმერიზის შედეგები, არამედ პრაიმერიზის ჩატარების პროცესი გახდა. გიგი წერეთელი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ პარტიაში იყო უთანხმოება უნდობლობის კუთხით, რომელიც პრაიმერიზის ჩატარების პროცესში გამოჩნდა. “[განხეთქილება] არ უკავშირდება არანაირად პრაიმერიზის შედეგებს, ეს მინდა გითხრათ, რომ ყოვლად უსაფუძვლოა. რატომ უნდა უკავშირდებოდეს, […]
სტივენ კაპუსი: „ჩვენ მივესალმებით ალსუ კურმაშევას მალე გათავისუფლების ცნობას”

“ჩვენ მივესალმებით ცნობას ალსუს მალე გათავისუფლების შესახებ და მადლობას ვუხდით აშშ-ის მთავრობას და ყველას, ვინც დაუღალავად იმუშავა იმისთვის, რომ დასრულებულიყო რუსეთის მიერ მის მიმართ უსამართლო მოპყრობა“, – წერს რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი სტივენ კაპუსი თავის განცხადებაში. დასავლური მედიის, მათ შორის „ბიბისისა“ და „ბლუმბერგის“ ცნობით, დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლის მიმდინარე პროცესში იგეგმება ევან […]
“გამოვიჭირეთ… მაგიდა ააყირავეს… გავდივარ სიიდან” – ჩერგოლეიშვილი

სიიდან გავდივარ, რასაკვირველია. მე პარტიის არც თანამდებობის პირი ვყოფილვარ, არც ოფიციალური წევრი. 2021 წელის გაზაფხულზე შევუერთდი მიწასთან გასწორებულ პარტიას, ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო სწორედ იმიტომ, რომ მიწასთან იყო პარტია გასწორებული და მეგონა, რომ ძველ, მანკიერ ტრადიციებთან ნაკლები ბრძოლა მომიწევდა და პირდაპირ შევძლებდი ახალი წესების დანერგვას. თუმცა, ვხედავდი რა გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს, ბუნებრივია, […]
შედგება თუ არა დასავლეთს და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა?

ამერიკული მედიის ცნობით დღის განმავლობაში შესააძლოა დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდეს. ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ეს დიდი ალბათობით იქნება „ისტორიაში ყველაზე დიდი“ პატიმრების გაცვლა. ბრიტანული „როიტერის“ ინფორმაციით პატიმრების გაცვლა დღეს შედგება და ერთი მხრივ რუსეთი და ბელარუსი გაათავისუფლებენ დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს საპატიმროებიდან, მეორეს მხრივ კი რუსეთს პატიმრებს გადასცემს ამერიკის შეერთებული შტატები, […]
როდის გაიხსნება ევროპის სკოლა, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყო – მინისტრის პასუხი

ევროკავშირთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში ევროპული სკოლის მშენებლობის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ამილახვარმა განაცხადა, რომ, მიუხედავად რუსული კანონის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა, ევროპის სკოლის მშენებლობა არცერთი წამით არ გაჩერებულა. “არცერთი დღით, არცერთი წამით არ შეჩერებული ევროპული სკოლის მშენებლობა. ჯამში, მისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დაახლოებით […]
“წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში მეუფე შიოს დახმარებით” – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი: არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი… დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან… საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკამოზი ლონგინოზ სუარიშვილი. მადლიერი ვარ ყველა მათგანის, […]
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს

პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და პარტია დატოვა გიგა ბოკერიამ. ამასთან, საარჩევნო სიიდან გავიდა თამარ ჩერგოლეიშვილი. 1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზია შიდაპარტიული პრაიმერიზი. “მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი და შესაბამისად, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა 11 აგვისტოს დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი განმარტებით, პარტიის […]