აქტივისტის თქმით, ხაშურის მერიაში მერის მოადგილე და სამსახურის უფროსი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ადგილობრივი აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის თქმით, ხაშურის მერიაში მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ლალიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საჯარო მოხელეები ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფენ. გორის მოადგილის თქმით, “ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გაუგებრობას, რომელიც მოგვარდა”. როგორც ცნობილია, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს, რადგან ის მერიის შენობაში მოხდა. “ნებისმიერ საქმიანობაში, როცა ადამიანები საქმეს აკეთებენ, არის სამსახურებრივი გაურკვევლობები. […]
30, 95 თუ კიდევ მეტი მილიონით ჩვენი „დასჯა” მხოლოდ დადებითად უნდა განვიხილოთ… ქვეყანა ვითარდება სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი

30, 95 თუ კიდევ მეტი მილიონით ჩვენი „დასჯა” მხოლოდ დადებითად უნდა განვიხილოთ… ქვეყანა ვითარდება სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი „დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა „სულის მიყიდვისთვის” მორიგი შეჩერებული საფასური უკუვაგდოთ და ავინაზღაუროთ „დანაკლისი” საკუთარი ძალებით მოპოვებული ფინანსური შესაძლებლობებით,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება […]
„ჩემი მთავარი დავალება იყო ერთიანი დროებითი გადახურვის შემუშავება“ – არქიტექტორი გელათის შესახებ

„ჩემი მთავარი დავალება იყო ერთიანი დროებითი გადახურვის შემუშავება, რაც ჩემამდე ბევრმა სხვა ჯგუფმა სცადა და სამწუხაროდ ვერცერთმა მოახერხა განხორციელებადი პროექტის შემუშავება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიტექტორი ვატო ზესაშვილი წერს, რომელიც უკვე ერთი წელია გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის შემუშავებაზე მუშაობს. მისი თქმით, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე მუშაობს მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26კმ-ში, სოფელი სამება იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა.
„არ იყო ადვილი გადაწყვეტილება“ — შოლცი ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაზე

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, „სამუდამო პატიმრობამისჯილი მკვლელის მხოლოდ რამდენიმე-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეპორტაციის გადაწყვეტილება არავისთვის იყო ადვილი მისაღები“. საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ვადიმ კრასიკოვი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის, რომელიც 26 ადამიანს შეეხო. გაცვლის შედეგად, მოსკოვმა, ძირითადად, მიიღო დაზვერვის ოფიცრები, ჰაკერები, ჯაშუშები და პროფესიონალი მკვლელი […]
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იულია ნავალნაიას ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის ციხეებიდან 16 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხუთშაბათს ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას, ესაუბრა. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და განაცხადა, რომ გააგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. ჰარისმა შეაქო გამბედაობა ნავალნაიასი, რომელიც აგრძელებს “თავისი ქმრის საქმიანობას სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისთვის რუსეთში”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. „ამერიკის […]
ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა გერმანელი მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა (78+ კგ) სოფიო სომხიშვილმა გერმანელ მოწინააღმდეგეს რენე ლუხტს იპონით სძლია. სომხიშვილი მეორე წრეში ფრანგ რომან დიკოს შეხვდება. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე […]
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – QUIS მხარდაჭერით მწარმოებლები პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებენ

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გერმანიის თანამშრომლობამ (GiZ) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA), ახალი პროექტის QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება განხორციელება დაიწყეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), რომელიც ქართულ ბიზნესს უქმნის ხელსაყრელ პირობებს ექსპორტის გასაზრდელად […]
სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანისა და საბა დადვანის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანისა და საბა დადვანის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან ერთად, სოფელ ტანძიაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის დასრულებული პროექტები მოინახულა. „ჩვენი დროის გმირების, გიორგი მარგიანისა და საბა დადვანის ქუჩებზე ბეტონის საფარი […]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერაა შერჩეული. „სკვერის მოწყობაზე სამოქალაქო ბიუჯეტიდან 200 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და სპორტული სივრცეები, ბილიკები, ბორდიურები, დეკორატიული სკამები. სკვერების მოწყობა ამ ეტაპზე […]