გურამ თუშიშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100+ კგ) გურამ თუშიშვილმა სენეგალელ მეტოქეს იპონით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
თუშიშვილმა 47 წამში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში ლეგენდარულ ტედი რინერს დაუპირისპირდება

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი) ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, იგი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა, გურამი მომდევნო ეტაპზე ლეგენდარულ ტედი რინერს დაუპირისპირდება. სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს სძლია. სამწუხაროდ, სოფიო მერვედფინალში ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა. ამ […]
საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ – სტანო

რუსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა. სტანომ საქართველოში ბოლო დროს გავითარებული მოვლენების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია. მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე […]
2 აგვისტოს რეზო თაბუკაშვილი დაიბადა

1927 წლის 2 აგვისტოს დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი რეზო თაბუკაშვილი დაიბადა. „მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები. მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით, მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.“ მისი ლექსები და თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან. წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე მისი […]
საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
ივლისში ხილი და ყურძენი 22.5%-ით გაძვირდა, ზეთი კი 3.8%-ით გაიაფდა

2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რაც 1.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) […]
„პუტინის სასახლის“ არქიტექტორი ლაფრანკო ჩირილო „სბერბანკის“ უფროს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

ლაფრანკო ჩირილო, რომელიც ცნობილია, როგორც ვლადიმირ პუტინის „სასახლის არქიტექტორი“ „სბერბანკის“ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, სადაც ბანკის სამშენებლო პროექტებს გაუწევს კურირებას. ლაფრანკო ჩირილო რუსეთში მუშაობს 1990-იანი წლების დასაწყისიდან და 2014 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. მას 40-ზე მეტი ოლიგარქისთვის აქვს აშენებული სასახლეები და ვილები. ჩირილო ასევე ცნობილია, როგორც არქიტექტორი გელენჯიკის მონუმენტური შენობისა, რომელსაც “პუტინის სასახლე” უწოდეს. 2022 წლის აგვისტოში […]
რომან გოცირიძე – ღალატი დასჯადია – აი, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილი საქართველოს პრორუსი ხელისუფლების მიმართ – მთავარი დამსჯელი იქნება ქართველი ხალხი ოქტომბრის არჩევნებში

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე „უკიდურესად საგანგაშოს“ უწოდებს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების შესაძლო შეჩერების შესახებ. გოცირიძის შეფასებით, „საქართველოს პრორუსული მთავრობა ღალატის გამო ისჯება”. „როგორც ირკვევა, ევროკავშირი აპირებს დახმარების შეწყვეტას არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, რომელიც უკვე განხორციელდა, არამედ ყველა მიმართულებით. ეს უმძიმეს შედეგებს მოახდენს ქვეყნის მდგომარეობაზე, როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური […]
იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისი დაინერგა

იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისი დაინერგა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაზღვევის პოლისის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 121 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლია. სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, დაზღვევის მსურველ უცხოელ მომხმარებელს საშუალება აქვს, სხვა სერვისებთან ერთად გამარტივებული, მოქნილი პროცედურით და კონკურენტუნარიანი ღირებულებით, მრავალფეროვანი სადაზღვევო პაკეტი შეიძინოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე საქართველოში ყოფნის პერიოდშიც […]
სოფიო სომხიშვილი პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა

ქართველი ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი (78+ კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. სომხიშვილი მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან, ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა.