თუშიშვილი რინერთან დამარცხდა – გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი) ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, ტედის პრივოკაციას გურამმაც აღელვენით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. გურამი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა. სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს […]

თვითმფრინავით მგზავრობა 34.4%-ით გაძვირდა

საქართველოდან უცხოეთში ფრენა 34.4%-ით გაძვირდა, – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ანგარიშიდან ირკვევა. 2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ფრენის ღირებულება 34%-ით არის გაზრდილი. ფასების 34.4%-იანი ზრდით თვითმფრინავით მგზავრობა top-3 ყველაზე გაძვირებულ მომსახურებას შორის მოხვდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების თანახმად, 2023 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის […]

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს, დემეტრე რევაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შემთხვევა […]

გურამ მაჭარაშვილი – დონორი ორგანიზაციები, მათ შორის აშშ-დან და ევროკავშირიდან, რომლებიც სუბიექტური შემფასებლები არიან, ობიექტურ შემფასებლებად ვეღარ გამოდგებიან

დონორი ორგანიზაციები, მათ შორის აშშ-დან და ევროკავშირიდან, რომლებიც სუბიექტური შემფასებლები არიან, ობიექტურ შემფასებლებად ვეღარ გამოდგებიან – როდესაც პოლიტიკურ ოპოზიციასა და პოლიტიკაში გადავარდნილ NGO-ს სუბიექტურად აფინანსებ, ამის შემდეგ შენი შეფასება დამაჯერებელი აღარ იქნება! – ეს განცხადება დღეს პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიცია შოკშია, რადგან იციან, რომ არჩევნებში მარცხდებიან და ამის გამო არჩევნებამდე […]

ლაშა ბაქრაძე „ევოლუშენის” საქმეზე – ჩვენი სოლიდარობა გაფიცულებს, ჩვენ მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები და უკეთესი ცხოვრების პირობები

რატომ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია? ევროკავშირში ყველაზე უკეთ არის დაცული მშრომელთა უფლებები, შრომითი უსაფრთხოება, უკეთესი შრომის კოდექსი და უკეთესი ანაზღაურება, – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ “ევოლუშენის” საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ბაქრაძის თქმით, მთავრობა უტიფრად ატყუებს ხალხს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ ამ “ზრდას” უბრალო ადამიანი თავისი ჯიბით ვერ გრძნობს. „ათასობით ახალგაზრდა ადამიანი გაიფიცა არაადამიანური […]

35 პირი გავაძევეთ – რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაატოვებინეს საქართველო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით […]

თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების კაპელანთა კორპუსთან შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისთვის კაპელანების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და სამხედრო მოძღვრებს კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებაში თანადგომა აღუთქვა. მინისტრმა მზაობა გამოხატა, ხელი შეუწყოს სამხედრო ქვედანაყოფებში ტაძრებისა და სამლოცველოების აღმშენებლობას. თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ ირაკლი ჩიქოვანს კაპელანთა ინსტიტუტის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის […]

ბლინკენი ვენესუელას არჩევნებზე: ოპოზიციის კანდიდატმა ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. სოციალურ ქსელში ბლინკენი წერს: “საარჩევნო მონაცემები აბსოლუტური დემონსტრირებას ახდენს ვენესუელელი ხალხის ნებაზე: დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი კვირას გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. ვენესუელელებმა ხმა მისცეს და მათი ხმები უნდა დაითვალოს” ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, […]

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხეში მოვკვდებოდი” – რას ამბობს გათავისუფლებული კარა–მურზა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას თქმით, დარწმუნებული იყო, რომ ციხეში მოკვდებოდა და ვერ იჯერებს, რომ თავისუფალია. ამის შესახებ მან გათავისუფლების შემდეგ თვითმფრინავში ყოფნისას ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრისას თქვა. “დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხეში მოვკვდებოდი. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხდება. მგონია, რომ ისევ ომსკში ჩემს საკანში მძინავს და არა ის, რომ თქვენი ხმა მესმის. თუმცა, მინდა ვთქვა, […]