ევროკავშირი შეამოწმებს ეწინააღმდეგება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს რუსებისა და ბელარუსებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის გამარტივებასთან დაკავშირებით უნგრეთის გადაწყვეტილება

ევროკავშირი შეამოწმებს ეწინააღმდეგება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს რუსებისა და ბელარუსებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის გამარტივებასთან დაკავშირებით უნგრეთის გადაწყვეტილება. ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა უნგრეთი გააფრთხილა, რომ მისი გადაწყვეტილება შეესუსტებინა სავიზო შეზღუდვები რუსებისა და ბელარუსებისთვის წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. იოჰანსონმა უნგრეთის ხელისუფლებას თავისი პოზიციის განმარტებისთვის ვადა 19 აგვისტომდე მისცა და ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის რისკების […]

ქართველმა ძიუდოისტებმა წინაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს – რა შანსი გვაქვს გუნდურში და შესაძლო ნახევარფინალი საფრანგეთთან

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ 3 აგვისტო ძიუდოში გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა. საქართველოს ნაკრებს, მინიმუმ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია. მანამდე გეტყვით, რომ ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დავასრულეთ, რაც წინა ოლიმპიადასთან შედარებით, ერთი ვერცხლით ნაკლებია. წინა გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული – საფრანგეთი ტოკიოს ოლიმპიადის გუნდურ ტურნირზე საფრანგეთის ნაკრებმა იაპონიას ფინალში (4:1) […]

ანა ნაცვლიშვილმა “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართა და მათგან რეაგირება ითხოვა

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს. დეპუტატის განცხადებით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. როგორც მან აღნიშნა, „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულებს წლებია პრობლემები აქვთ, სახელმწიფოს მხრიდან კი, ღირსების შელახვაზე და შრომითი უფლებების დარღვევებზე, ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა. „ის, რომ გარკვეული მონიტორინგი […]

გიორგი ბარამიძე – ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება

ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ევროკავშირისა და ნატოს ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთის ჭაობისკენ მიჰყავს. „სასამართლო პროცესებზე სიარული გვიწევს იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ქართველ ხალხთან ერთად […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და […]

პროკურატურამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო ი.ბ., თუმცა მან აღნიშნულის შესახებ შესაბამის […]

ანა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნდობის მანდატი ამოწურა – ამ რუსულ ძალას ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არა აქვს არც პარტნიორ ქვეყნებთან და არც საქართველოს მოქალაქეებთან

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნდობის მანდატი ამოწურა – ამ რუსულ ძალას ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არა აქვს არც პარტნიორ ქვეყნებთან და არც საქართველოს მოქალაქეებთან, – ეს განცხადება პარლამენტში “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ნაცვლიშვილის აზრით, “ქართულ ოცნებას” ქვეყნისთვის არა თუ რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია, არამედ მხოლოდ მავნებლობისა და ზიანის მომტანია. “ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტნიორებთან არა თუ […]

ქუთაისში საგამოფენო სივრცის რეკონსტრუქციისთვის ₾5 მლნ-ზე მეტია გამოყოფილი

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, დასრულების ფაზაშია მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ყოფილი მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციისთვის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული იქნება შენობის ავთენტიკური იერსახე, რომელიც გაერთიანდება ახალ არქიტექტურასთან. მოეწყობა ტერასა მთავარი მოედნის ხედით და ამფითეატრის ტიპის სცენა 100 მაყურებლისთვის,გამომდინარე სივრცითი, […]

პეკოვი: კრასიკოვი ქვედანაყოფ „ალფაში“ მსახურობდა პუტინის დაცვის თანამშრომლებთან ერთად

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვადიმ კრასიკოვი “ეფესბეს” თანამშრომელი იყო. კრასიკოვს გერმანიაში ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და პატიმართა გაცვლის შედეგად დაბრუნდა მოსკოვში. მანამდე რუსეთის ხელისუფლება მის კავშირს სპეცსამსახურებთან არ ადასტურებდა. პესკოვს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებისა და კრასიკოვის გულთბილ შეხვედრაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს […]

“წადით და თურქეთში იგლოვეთ” – ისრაელმა ჰანიას გლოვაში მონაწილეობის გამო თურქეთის ელჩის მოადგილე დაიბარა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის ელჩის მოადგილე საყვედურისთვის დაიბარა, მას შემდეგ, რაც თელ-ავივში მდებარე თურქეთის საელჩომ ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობის გამო პატივისცემის ნიშნად დროშა ნახევრამდე დაუშვა. “ისრაელი მშვიდად არ მიიღებს ისეთი მკვლელის გლოვაში მონაწილეობას, როგორიც ისმაილ ჰანია იყო. თუ საელჩოს წარმომადგენლებს გლოვა სურთ, წავიდნენ თურქეთში და იგლოვონ თავიანთ ბატონ ერდოღანთან ერთად, […]