Airbnb-ზე თბილისში II კვარტალში 161 800 ღამე, ბათუმში კი 80 600 ღამე დაჯავშნეს – Galt&Taggart

Airbnb-ზე გაქირავებები საქართველოში ყოველკვარტალურად იზრდება. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში. როგორც მიმოხილვაში წერია, 2024 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ თბილისში Airbnb-ზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა. ჯამში მეორე კვარტლის განმავლობაში, თბილისში 161.8 ათასი ღამე დაჯავშნეს, ბათუმში კი 80.6 ათასი. ბათუმის შემთხვევაში ზრდა 4.8% იყო. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, გაიზარდა Airbnb-ზე ბინის […]

გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო

ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ქართველმა თანაბარ ორთაბრძოლაში ვაზარი გაუშვა და რინერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ […]

ბრალი წარედგინა კაცს, რომელიც სპეცრაზმელის მიერ მოქალაქის ცემას შეესწრო და არავის შეატყობინა

პროკურატურამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ თანასოფლელის ცემის ფაქტს. პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს შეესწრო მოქალაქე ი.ბ, თუმცა მან ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე […]

დღეს წმიდა მოწამე სალომე ქართველის ხსენების დღეა

დღეს სპარსთაგან წამებული (XIII), წმიდა მოწამე სალომე ქართველის ხსენების დღეა. წმიდა მოწამე სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამებაჲ მისი“. მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) […]

წმიდა ილია მართალის (ჭავჭავაძე) ხსენების დღე

წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში […]

საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილის საქმეს ახალი მოსამართლე განიხილავს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აღარ განიხილავს. საქმეში ახალი მოსამართლე – მიხეილ ჯინჯოლია ჩაერთო. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა. როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, აღნიშნულს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, როცა საქმეში ახალი […]

სემეკში USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, (სემეკ) USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ქალი სტაჟიორების 6 თვიანი პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ელეონორა ლაგვილავა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სტაჟირების პროგრამის შედეგები, ქალი სტაჟიორების […]

“რატომ მეგობრობს ამ სი@ებთან ჩვენი ხელისუფლება? არის თუ არა ეს ღალატი?!” – სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: ჰამასი და ჰესბოლა არ ცნობს საქართველოს ერთიანობას! არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას! მჭიდროდ თანამშრომლობს ირანთან და რუსეთთან! – რატომ მეგობრობს ამ სი@ებთან ჩვენი ხელისუფლება? არის თუ არა ეს ღალატი?! არის თუ არა ეს ჩვენი ხელისუფლების მიერ აფხაზეთის და ეწ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ირიბი აღიარება?! – რატომ ვეპატიჟებით საქართველოში ჩვენს ისტორიულ მტერს! […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია სტუდენტები ეწვივნენ

27 ივლისი – 3 აგვისტოს პერიოდში, ბათუმში, ELSA საქართველოს ორგანიზებით, ზაფხულის სამართლის საერთაშორისო სკოლის ვორქშოპები პირველად იმართება. ღონისძიებაში ევროპის 10 ქვეყნიდან 20-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის სტუდენტებს, ELSA-ს ზაფხულის სკოლის ფარგლებში, ერთი დღით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა უმასპინძლა. ევროპელ სტუდენტებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი შეხვდა. ირაკლი ქარქაშაძემ ევროპელ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა […]

ვინ ჩუქნის ფულს ივანიშვილის პარტიას და რა ტენდერებში იმარჯვებენ მათი კომპანიები

წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობები “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” დათვალა: ბიულეტენში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები. საპარლამენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად 2024 წლის მე-2 კვარტალი შემოწირულებების სიუხვით არ გამოირჩეოდა. ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო, შედარებისთვის, 2020 წლის მე-2 კვარტალში პარტიებმა 5 მილიონამდე ოდენობის შემოწირულება მიიღეს. „ქართულმა ოცნებამ“ […]