შესაძლოა, შავ ზღვაში ქაფშია შემცირდეს, რაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს – თურქული მედია

შესაძლოა, შავ ზღვაში ქაფშია შემცირდეს, რაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს, – ამის შესახებ სტამბოლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰიდრობიოლოგი სემ დალიანი თურქულ მედიასთან აცხადებს. მისი თქმით, ეკოსისტემაში ახალი სახეობის შესვლა ცვლის კვებით ჯაჭვს, იწვევს შავი ზღვის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვას. „ეკოსისტემაში ახალი სახეობის შესვლა ცვლის კვებით ჯაჭვს, იწვევს შავი ზღვის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვას და შავი ზღვის […]
TI: 3 თვის განმავლობაში პარტიული შეწირულობების ნახევარი ქართულმა ოცნებამ მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, 3 თვის განმავლობაში პარტიული შეწირულობების ნახევარი ქართულმა ოცნებამ მიიღო. ორგანიზაციამ 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პოლიტიკური შეწირულობების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო; პარტიული შეწირულებების 50% ქართულმა ოცნებამ მიიღო – ეს 961 176 ლარია. მეორე ადგილზეა პარტია […]
როდიდან ვეღარ აიღებს პენსიას პირი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით?

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, კიდევ ერთი თვის განმავლობაშ, სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდებათ. უწყება იუწყება, რომ აღნიშნულ პირებს 1-ელი აგვისტოდან სოციალური დახმარების, პენსიის და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ, მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით, ამავდროულად, შეზღუდული აქვთ ბანკომატების და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები. […]
შეგვიძლია აშშ-ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” წარმოვიდგინოთ – ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას

შეგვიძლია აშშ-ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” წარმოვიდგინოთ – ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას „აი ამას ელოდებიან ჩვენი ცვილის ფიგურები 27 ოქტომბერს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში მადუროს გამარჯვების არ ცნობას და ვენესუელელი ხალხისთვის […]
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია – გურამ თუშიშვილს ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, ვიდრე დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია +100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. დისციპლინარული კომისიის შეფასებით, ქართველი ძიუდოისტის ქცევა ეწინააღმდეგებოდა ძიუდოს სულისკვეთებას. შედეგად თუშიშვილს, ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. „+100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აგვისტოს 04:30-დან 04:40 საათამდე და 07:30-დან 08:30 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, არაშენდა, გალავანი და მიმდებარე […]
ფოთის მერი – ჩვენ გავაგრძელებთ ფესტივალების მხარდაჭერას, რომელიც შთამბეჭდავ დღეებს ჩუქნის ჩვენს თანაქალაქელებს

ფოთში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით დაიხურა. ფოთის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული თეატრალური დასები მონაწილეობდნენ. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2015 წელს ფოთში დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით იმართება. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად ახალ, საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს. უწყების ცნობით, ფესტივალის საზეიმო […]
დეა მეტრეველი – ხელოვანები ერთიანდებიან „კულტურის დეკლარაციის“ იდეის გარშემო, რომელიც კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისთვის წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს

პარტია „ლელოს“ წევრის, დეა მეტრეველის განცხადებით, ხელოვანები ერთიანდებიან „კულტურის დეკლარაციის“ შექმნის იდეის გარშემო, რომელიც სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. მისივე თქმით, კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული. „დღეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების პლატფორმამ „კულტურა დემოკრატიისთვის“ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა გააჟღერა – ხელოვანები ერთიანდებიან „კულტურის დეკლარაციის“ შექმნის იდეის […]
მარნეულში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ კისტის ტყვია მოხვდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავის არეში, სავარაუდოდ, კისტის ტყვია მოხვდა. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი ადგილობრივ ჰოსპიტალში პირველ აგვისტოს შეიყვანეს, საიდანაც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზეა. „ ინგოროყვას კლინიკაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ […]
“ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია” – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ხულოსა და შუახევში

შორენა სურმანიძე ხულოში, სოფელ ძმაგულაში ცხოვრობს. ის თანასოფლელ ქალებთან ერთად ხელსაქმით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მეზობელმა ასწავლა სიმინდის ფუჩეჩისგან კალათების დამზადება და მას შემდეგ თავისუფალ დროს კალათებს ქსოვს. „სიმინდის ფუჩეჩს ვალბობ წყალში, რათა დარბილდეს და შემდეგ მისგან ვქსოვ კალათებს. ერთი საშუალო კალათის მოქსოვას დაახლოებით 1 დღე სჭირდება. დიასახლისი ვარ, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, რაც შემიძლია […]