1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7075 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7133 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9271 ლარს შეადგენდა. […]

მოკლული ხანგოშვილის ოჯახის ცნობით, კრასიკოვის გაცვლაზე არაფერი იცოდნენ

გერმანიის ხელისუფლებას ბერლინში მოკლული ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი არ გაუფრთხილებია მისი მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის გაცვლის თაობაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ “კავკაზ რეალიის” ხანგოშვილის ქვრივმა მანანა (რაისა) ცატაევამ განუცხადა. მისი სიტყვებით, ამ შესაძლებლობაზე ხმები ჯერ კიდევ კრასიკოვის სასამართლო პროცესების დროს გაჩნდა, თუმცა მაშინ ადვოკატებმა ამას ნაკლებსავარაუდო უწოდეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ მათ […]

საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“ – […]

დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ფაქტს კრემლი ამ დრომდე არ ადასტურებდა. „კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის „ალფაში“ მსახურობდა. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ის „ალფაში“ იყო, ის პრეზიდენტის დაცვის ზოგიერთ თანამშრომელთან ერთად მსახურობდა. ცხადია, […]

ქუთაისის მერია – ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება, სხვადასხვა პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქში ერთდროულად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მცირე ზომის სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევსა და ბუხაიძის ქუჩაზე. სულ მალე ამ ქუჩების მცხოვრებლებს 4 განახლებული რეკრეაციული ზონა ექნებათ. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან 247 ათასი ლარით დაფინანსდა წერეთლის ქუჩის […]

მოქალაქეებს, რომელთაც ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ, სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა კიდევ ერთი თვით შეუნარჩუნდებათ

იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში, სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეთ – აღნიშნული წესი დროებითია და არ ნიშნავს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც უწყება იუწყება, აღნიშნულ პირებს, 1-ელი აგვისტოდან, სოციალური […]

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას აცილების შუამდგომლობა დააყენეს. აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “თქვენ სასამართლო ინსტიტუტი შეურაცხყავით, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეთ”,- მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს, რის შემდეგაც მას ჯინჯოლიამ ზრდილობისკენ […]

“ისინი აპირებენ გაყალბებას, ჩვენ კი ამას ვაპირებთ” – სააკაშვილი

ჩვენი ამოცანა დღეს არის აუცილებელი მობილიზაცია. ჩვენ აუცილებლად პარტნიორებთან ერთად დავიცავთ არჩევნების შედეგებს. ისინი აპირებენ, რა თქმა უნდა, გაყალბებას, თავისი ციფრების დაწერას, ჩვენ კი ვაპირებთ ორგანიზებულად ნამდვილი ციფრების მოპოვებას, ნამდვილი ეგზიტპოლების შედეგების დადებას, სადაც ისინი აუცილებლად წააგებენ, როგორ ვენესუელაში წააგეს და ამის შემდეგ, ჩვენ ყველამ ოპოზიციამ უნდა მოვნახოთ საერთო ენა კიდევ ერთხელ და ერთად გავუძლოთ […]

ბრალი წარედგინა კაცს, რომელიც სპეცრაზმელის მიერ მოქალაქის ცემას შეესწრო და არავის შეატყობინა

პროკურატურამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ თანასოფლელის ცემის ფაქტს. პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს შეესწრო მოქალაქე ი.ბ, თუმცა მან ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე […]

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა. „სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის […]