სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის მოსამართლე შეიცვალა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია აგრძელებს – ამ საქმეს 2 აგვისტომდე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მოსამართლის ცვლილების მიზეზი გახდა ჩახნაშვილის საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ 2024 წლის ივლისში განწესდა. მიხეილ ჯინჯოლია, რომელმაც სააკაშვილის საქმეზე პირველი სხდომა 2 აგვისტოს […]

ადვოკატი – ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და დამატებით მოითხოვეს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი – ამაზე დიდი აბსურდი სამართლებრივ სივრცეში კი არა, ყოფით დონეზეც რთულად საპოვნელია

ამაზე დიდი აბსურდი, ამაზე დიდი სისულელე სამართლებრივ სივრცეში კი არა, ყოფით დონეზეც რთულად საპოვნელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და ახლა დამატებით ახალი პოლიტიკურად […]

სლოვენია გახდა მეშვიდე ევროპული ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანისგან გაზის შეძენა დაიწყო

მეშვიდე ევროპული ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია SOCAR-ისგან გაზის შეძენა დაიწყო სლოვენიაა. „მიწოდება ხორციელდება მიმდინარე წლის 17 ივლისს SOCAR-სა და Geoplin-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად. Geoplin ბუნებრივი გაზის უმსხვილესი კომპანიაა სლოვენიურ ბაზარზე. SOCAR და Geoplin გეგმავს მომავალშიც განავითაროს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობა“,- ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ სლოვენია შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა […]

გიორგი ბოტკოველი – ელიაობა არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც მეგობრებთან ერთად ყოველთვის აღვნიშნავ დედოფლისწყაროში

ელიაობა არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც, მეც პირადად, ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველთვის აღვნიშნავ დედოფლისწყაროში , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა დედოფლისწყაროში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ბოტკოველმა ელიას მთასთან, დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანებსა და მთელს საქართველოს ელიაობა მიულოცა. ,,პირველ რიგში მე მინდა დედოფლისწყაროელებს და მთლიანად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ელიაობა არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც, […]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოქალაქეებს ელიას დღესასწაული მიულოცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და პარტიის ლიდერებმა მოქალაქეებს ელიას დღესასწაული მიულოცეს და წმინდა სალოცავი მოილოცეს. „ვულოცავ თითოეულ დედოფლისწყაროელს განსაკუთრებით და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ელიაობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული და ძალიან მიხარია, რომ ამ დღეს მოსალოცად ვიყავით სწორედ აქ, დედოფლისწყაროში და მოვილოცეთ ტაძარი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ხელფასი 35%-ით ნაკლებია, ყველა დასაქმებულის საშუალო ხელფასზე – PMCG

2020-2023 წლებში 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები, საშუალოდ, 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, ვიდრე 15+ ასაკის მოსახლეობა – ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის “ახალგაზრდების დასაქმება საქართველოში” კვლევაშია საუბარი. კვლევის თანახმად, ახალგაზრდების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლიდან 2023 წლამდე ₾818-დან ₾1558-მდე გაიზარდა, თუმცა ის ჩამორჩება ყველა დასაქმებულის საშუალო თვიურ ანაზღაურებას, რომელიც ანალოგიურ პერიოდში ₾1191-დან ₾1858-მდე გაიზარდა. „[ხელფასებში […]

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. სამართალდამცველებმა ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ 2024 წლის […]

“ნაკადებს ვუმკლავდებით, თუმცა ჩართული ვართ, რომ ტვირთების გამტარუნარიანობა გავაუმჯობესოთ” – APM Terminals Poti

2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, APM Terminals Poti-ს მიერ ჯამში 324 017 TEU კონტეინერი დამუშავდა. წლიურ ჭრილში კლება 6.8%-ია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი – რეკორდული რაოდენობის კონტეინერი მაისში დამუშავდა. APM Terminals Poti-ის ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გასულ წელს მკვეთრად გაზრდილი ტვირთბრუნვის შემდეგ, პროცესმა დასტაბილურება დაიწყო. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს გადაზიდვების […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7075 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7133 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9271 ლარს შეადგენდა. […]

მეუფე შიო – წმინდა ილია წინასწარმეტყველი არის ჩვენთვის დიდი მაგალითი და სახე მოშურნეობისა, ღვთის ერთგულებისა, სიმამაცისა და შემართებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისა და ქადაგებისა

წმინდა ილია წინასწარმეტყველი არის ჩვენთვის დიდი მაგალითი და სახე მოშურნეობისა, ღვთის ერთგულებისა, სიმამაცისა და შემართებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისა და ქადაგებისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს და შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, […]