ოფიციალურად – ღუდუშაური ისრაელის გუნდში გადავიდა

27 წლის გარემარბმა პაატა ღუდუშაურმა ბათუმის “დინამო” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერას ისრაელის “ბნეი-სახნინში” გააგრძელებს. ქალაქ სახნინის კლუბმა ღუდუშაურს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ის ადრე “ვიტ ჯორჯიაში” და “დილაში” თამაშობდა, ბოლო ორი სეზონი კი ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა.
“უსამართლობის განცდა მაქვს, რომ ამ გაცვლაში არ მოხვდნენ ქართველი და ჩეჩენი პოლიტპატიმრები” – ზურაბ ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების ისტორიულ გაცვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ოჯახისთვის გაცვლაზე არაფერი უკითხავთ. “ჩემი ძმის მკვლელის სანაცვლოდ რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდა პუტინის რეჟიმის ხელიდან და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგები არ ვიქნებოდით, მაგრამ, საწყეენია, რომ ჩვენ, ოჯახის წევრებს არაფერი გვკითხეს. უსამართლობის განცდა მაქვს, რომ ამ გაცვლაში არ […]
„ისე უყვარდა საქართველო, უკრაინის პასპორტიც კი არ აიღო“

უკრაინის ომში, რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, რიგით 85-ე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 57 წლის ზურაბ იაშვილი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბადან დევნილი იყო და 1994 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა. იაშვილი რუს ოკუპანტებს ჯერ 1992-93 წლებში, მშობლიურ აფხაზეთში ებრძოდა, 2014 წლიდან კი დონბასსა და ლუღანსკში, უკვე უკრაინის არმიის რიგებში. საქართველოსთვის ომობდა იქ აფხაზეთში და სამშობლოსთვის ომობდა აქ უკრაინაშიც, ისე […]
სრულად ელექტრო VOLVO EC40-ზე 30 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს – „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური შეთავაზებები

ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ სრულად ელექტრო EC40-ზე მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 10 000 ევრომდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სპეციფიკაციების გათვალისწინებით, VOLVO EC40-ის ფასი 45 000-დან 50 000 ევრომდე მერყეობს, მაშინ როდესაც თავდაპირველი ფასი 55,000-დან 60,000 ევრომდე იყო.
ზელიმხან ხანგოშვილის ძმა – არავინ გვკითხა, რომ ეკითხათ, გაცვლას დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება

გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა. “ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი […]
შალვა პაპუაშვილი – 2 აგვისტო ბიბლიური წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელის ხსენების დღეა – ამ დღეს ქრისტიანები კახეთის გულში, დედოფლისწყაროში იკრიბებიან, სადაც სამლოცველო ჯერ კიდევ VI საუკუნეში არსებობდა

საქართველოში მაცხოვრის მიმართ სიყვარული ქრისტესშობამდე ჩაისახა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის სახალხო სიყვარული და ტრადიციები, რაც ელია წინასწარმეტყველის მიმართ ისტორიულად არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ასეთი მარგალიტები გვაფიქრებინებს ზუსტად, რომ ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწერია და უფლის სიყვარული კიდევ მრავალი […]
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ჩვენ მზად ვართ შორს წავიდეთ

ისრაელი მზად არის “შორს წავიდეს”, რათა დაარტყას ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ სამხედროებთან საუბარში განაცხადა. “ისინი, ვინც თავს ესხმიან ისრაელის მოქალაქეებს, ვინც თავს ესხმიან ისრაელის სახელმწიფოს – ჩვენ მზად ვართ შორს წავიდეთ, ვიცით როგორ უნდა დიდი ძალისხმევის ჩადება ძალიან ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისთვის, თავდასხმისთვის და, ასევე, რისკებზე […]
“ბარსელონამ” უილიამსი ვერ შეიძინა – ლაპორტას აკრიტიკებენ

“ბარსელონამ” “ბილბაოს” გარემარბის ნიკო უილიამსი შეძენა ვერ შეძლო. არადა, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟონ ლაპორტა ამტკიცებდა, რომ ფინანსური პრობლემა არ ჰქონდათ და ტრანსფერს განახორციელებდნენ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი “ბარსას” პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა გააკეთა: “მინდოდა უილიამსი ეყიდათ, რადგან ის ჩვენ გვჭირდება. ჟოანმა თქვა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს სიმართლე არ გახლდათ. გვინდა ვიოცნებოთ და გვჯეროდეს, […]
კაცს, რომელმაც ძაღლი ცემით მოკლა, 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. პოლიციამ ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ მიმდინარე წლის 9 იანვარს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის […]
კრემლმა დაადასტურა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი FSB-ს აგენტია

რემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლაზე საუბრისას გააკეთა. “კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის ალფაში მსახურობდა. საინტერესოა, რომ როცა ის ალფაში მსახურობდა, მასთან ერთად მსახურობდა პრეზიდენტის დაცვის რამდენიმე თანამშრომელიც. რა თქმა უნდა გუშინ, როცა ერთმანეთს […]