სურსათის ეროვნული სააგენტო – ნაყინის ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა

სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ფარგლებში, მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში განხორციელდა 60-მდე სახელმწიფო კონტროლი. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში გამოვლენილა. „მონიტორინგის პროგრამით, […]
სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება – საქმეს ახალი მოსამართლე განიხილავს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აღარ განიხილავს. საქმეს ახალი მოსამართლე – მიხეილ ჯინჯოლია ჰყავს, რაზეც ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა. საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, აღნიშნულს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, როცა საქმეში ახალი მოსამართლე ერთვება, მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა უნდა მოხდეს, თუკი, მოსამართლე სათადარიგო […]
საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს. დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს […]
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით და ნაყოფიერად თანამშრომლობს გაეროს ორგანიზაციებთან ჯანდაცვის, სოციალური თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. „ჯანდაცვის […]
10 წელი სახელმწიფო აგროდაზღვევის ამოქმედებიდან – რატომ არ ერთვებიან პროგრამაში ფერმერები?

10 წელი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან – სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამა ერთი ათეული წელია მოქმედებს, თუმცა მისი მოცვა ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამაში ამ ეტაპზე ფერმერთა მხოლოდ 10%-ია ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს სახელმწიფო იხდის, რაც პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე 70%-ს შეადგენს, მასში მონაწილეობა ფერმერებისთვის მაინც […]
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან – რა უნდა გავითვალისწინოთ და რას ვუფრთხილდეთ

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან: ინგრესია: * 5 აგვისტო > ვენერა ქალწულის ზოდიაქოში * 15 აგვისტო > მერკური ლომის ზოდიაქოში (რეტროგრადულად) * 22 აგვისტო > მზე ქალწულის ზოდიაქოში * 29 აგვისტო > ვენერა სასწორის ზოდიაქოში რეტროგრადული პლანეტები: * 5 აგვისტო დირექტიული მერკური (ლომის 22-ე გრადუსიდან) * ახალმთვარეობა – 4 აგვისტო (15:14 საათზე) * სავსემთვარეობა – […]
“რინერს აუცილებლად დავამარცხებდი, რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ…” – ინალ ტასოევი

რუსი ძიუდოისტი ინალ ტასოევი პარიზის ოლიმპიადაზე ტედი რინერის (+100 კგ) გამარჯვებას გამოეხმაურა. ტასოევის თქმით, მას სჯერა, რომ თუ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებდა, რინერს აუცილებლად დაამარცხებდა. “მას აუცილებლად დავამარცხებდი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არ ვმონაწილეობ და სათქმელად მარტივია. ჩემს შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი. რუსებს რომ ძიუდოს ტურნირზე მონაწილეობა მიეღოთ, სრულიად განსხვავებული შედეგი დადგებოდა”, – განაცხადა ტასოევმა. […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. „საზენიტო ბრძოლის შედეგად, Shahed-131/136 ტიპის 24 დრონი ხერსონის, ოდესის, ნიკოლაევის, პოლტავის, სუმის, დნიპროს, კიევის, ვინიცისა და ჟიტომირის ოლქებში ჩამოაგდეს“, – წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი სოციალურ ქსელში. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 29 დრონი, ორი S-300 […]
სალომე ზურაბიშვილი – შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება!

შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!“ – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი […]
უნგრეთში რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს შესვლა გაუმარტივდათ – ევროკავშირმა ბუდაპეშტს განმარტება მოსთხოვა

ევროპის კავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა შეშფოთება გამოთქვა უნგრეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების შესახებ – რომელიც აადვილებს ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შესვლას – და ბუდაპეშტს განმარტებები მოსთხოვა. გასული თვის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა, ბუდაპეშტმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია ე.წ. ეროვნული ბარათის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ვიზების მიღების ახალ, დაჩქარებულ სისტემას რვა (მათ […]