ლაშა ფარულავა – შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული

შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა! შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული. როგორც ყველა მნიშვნელოვანი გამოძიება, შოვის ტრაგედიის გამოძიებაც კვლავ მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა, – ასე გამოეხმაურა, 1 წლის წინ მომხდარ შოვის ტრაგედიას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, კურორტი შოვის განაშენიანების გეგმის […]
“კვარაცხელიას “ნაპოლიდან” წასვლა რომ სდომებოდა…” – “პარტენოპეის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე ისაუბრა

“ნაპოლის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ Sky Italia-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ხვიჩა და “ნაპოლი” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ. “როცა “ნაპოლიში” ვმუშაობდი, ოსიმენის თაობაზე ერთ-ერთი ევროპული კლუბისგან დიდებული შეთავაზება მივიღეთ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. მისი დამატება არაბულ კლუბებსაც სურდათ. დე ლაურენტისმა ნიგერიელის შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან […]
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სტაჟირების სამთავრობო პროგრამას იწყებს

2024 წლის სექტემბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება, – ამის შესახებ “კომერსანტს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან მაგისტრატურის საფეხურზე. […]
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე “ჩირინასთვის” – რევაზ ვაშაკიძე

ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი მეხორცული მეურნეობა „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი კომპანიის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვისაც. ამის შესახებ ბიზნესმენმა #რედაქტ2-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კომპანიის განვითარების გეგმას შეეხებოდა. „[სიახლეები] ეს დამოკიდებულია იმაზე ქვეყანაში წლის ბოლომდე ან მომავალ წელს რა მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამხოლოდ „ჩირინასთვის“, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ რატომღაც […]
თურქეთში ინსტაგრამი დაბლოკეს

თურქეთში სოციალური ქსელი ინსტაგრამი დაბლოკეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამმართველომ მიიღო. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა ინსტაგრამის ხელმძღანელობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, ინსტაგრამში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა. ალთუნი ამბობდა, რომ სოციალური ქსელი ცენზურის დამყარებას ცდილობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, თუმცა […]
,, ახლა ეს კაცი, რომელიც ფოტოდან სანდომიანი სახით შემოგყურებთ, კვლავ უნივერსიტეტის რექტორია” – ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი: ,,მესმის, რომ დრო ბევრ მოვლენას აფერმკრთალებს. ზოგჯერ დამნაშავეებსაც წყალობს. საქართველოში ეს ნამდვილად ჩვენს თვალწინ მოხდა და გია ხუბუაც ამისი ნათელი მაგალითია. იმ პროფესორთაგან, რომლებიც 2006-2007 წლებში ხუბუას სამართლიანად უპირისპირდებოდნენ, დიდი ნაწილი გარდაიცვალა. ბატონი ხუბუაც, დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, რომ ყველამ ყველაფერი დაივიწყა… ვისაც 2006 წლის მოვლენები ახსოვდა, ან გარდაიცვალა… ან […]
ბოლნისში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე კაცს 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული კაცი დამნაშავედ ცნო. მას 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს“, – აცხადებს პროკურატურა. ძაღლის ცემის ფაქტზე კაცი 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს, […]
ვლადიმირ კარა-მურზა – დასავლური დემოკრატიული ქვეყნების სანქციები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აღარ არის მიმართული, არამედ მიმართულია მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ

დასავლური დემოკრატიული ქვეყნების სანქციები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აღარ არის მიმართული, არამედ მიმართულია მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, – ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, ვლადიმირ კარა-მურზამ განაცხადა, რომელიც 1-ელ აგვისტოს, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს. „მაგნიტსკის აქტის პრინციპია, რომ პირადად იმ ადამიანებმა, რომლებიც დადასტურებულ და სანდო მონაცემებზე დაყრდნობით თავიანთ ქვეყანაში […]
რუსეთში, როსტოვის ოლქში, დრონებით თავდასხმის შედეგად, საწყობები და საწვავის ავზები აფეთქდა

რუსეთში, როსტოვის ოლქში, დრონებით თავდასხმის შედეგად, საწყობები და საწვავის ავზები აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი ავრცელებს. „დრონების მასიური თავდასხმის შედეგად, კამენსკისა და მოროზოვსკის რაიონებში რამდენიმე საწყობი დაზიანდა. ხანძარს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აქრობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა ვასილი გოლუბევმა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ სამი დრონი გაანადგურა. ადგილობრივების […]
აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. „საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/entrantdefault , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგების გამოქვეყნება 5 […]