დანი ოლმომ “ლაიფციგს” “ბარსელონაში” გაშვება სთხოვა

დანი ოლმომ “ლაიფციგს” “ბარსელონაში” გაშვება სთხოვა “ბარსელონა” “ლაიფციგის” ნახევარმცველის დანი ოლმოს შეძენას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს. თავდაპირველად “ბლაუგრანას” “ბილბაოდან” ნიკო ვილიამსის გადაბირება სურდა, თუმცა ბასკი შემტევი ამ ზაფხულს კლუბის შეცვლას არ გეგმავს. შესაბამისად, “ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” პრიორიტეტული ვარიანტი დანი ოლმო გახდა. თავის მხრივ, ოლმომ “ლაიფციგის” ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მის “ბარსელონაში” ტრანსფერს […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გვახსოვს შოვის მძიმე დღეები, გაერთიანებული საქართველო, დღეს მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა

ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. დღეს, აქ, ჭირისუფლებთან ერთად, გლოლის მოსახლეობასთან, მთლიან საქართველოსთან ერთად ვართ და მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა შოვში განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველას გვახსოვს ის მძიმე დღეები, როგორ გაერთიანდა სრულიად საქართველო და ყველა როგორ გულშემატკივრობდა პროცესს. „როგორც […]
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობის შეფარდებაზე – თუ ქალბატონ სალომეს სურს შეწყალება, შეწყალებას ეს ხელს არანაირად არ უშლის

თუ ქალბატონ სალომეს სურს შეწყალება, შეწყალებას ეს ხელს არანაირად არ უშლის, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მისი შეწყალება არ მოხდეს. შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა […]
გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს

დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ერთიანობის“ წევრებმა თელავში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. „დღეს არის ფესტივალი თელავში, სადაც ჩვენ ვხვდებით ხალხს. ვესაუბრებით, რომ ეს არჩევნები არის წარსულსა და მომავალს შორის. ეს არჩევნები არის […]
„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობასთან დაკავშრებით ირანში ათეულობით ადამიანი დააკავეს-NYT

ირანში ოცზე მეტი ადამიანი დააკავეს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ირანში მოკვლის შემდეგ დაიწყო. ამის შესახებ იუწყება The New York Times-ი, რომელიც გამოძიებას ორ ირანულ წყაროზე დაყრდნობით იცნობს. დაკავებულებს შორის არიან დაზვერვის მაღალჩინოსნები და სამხედრო ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თეირანის დაცვაზე, ასევე იმ რეზიდენციის […]
ირაკლი კობახიძე შოვთან დაკავშირებით თეა გოდოლაძის განცხადებაზე – არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში

არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეცნიერ თეა გოდოლაძის განცხადებას, რომ დასკვნის შედეგად მყარდება აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება. როგორც კობახიძემ აღნიშნა სათანადო ვადებში მყინვარები მონიტორინგის სისტემით დაიფარება. „მე არ მინდა რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის […]
ლოიდ ოსტინმა 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. ოთხშაბათს, პენტაგონმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხალიდ შეიხ მუჰამედთან და მის ორ თანამზრახველთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების თანახმად, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, გუანტანამოს ციხეში მყოფ ბრალდებულებს სიკვდილით […]
თინა ბოკუჩავა, თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია – EECMD – ის მიერ გამართულ „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად, „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრება; ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD – ის მიერ არის ორგანიზებული. „დემოკრატიის ფესტივალი“ წინაზე ჩატარდა წალენჯიხაში, სადაც, ასევე, ვიმყოფებოდით და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მრავალპარტიულ ფორმატში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაინახონ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც […]
,, კვირა იყო, შუადღე, როცა ბიძინასგან ხმოვანი შეტყობინება შემოვიდა…” – მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე თავის წიგნში – ,,სიმართლე გითხრათ”, წერს: ბიძინა და ანაკლია 2017 წელი იყო, მოვლენები ანაკლიაში სწრაფად ვითარდებოდა, გუნდს საერთაშორისო დონის უცხოელი პროფესიონალები უერთდებოდნენ, 20 მილიონი დოლარის წინასწარი სამუშაოები თითქმის ბოლოში გადიოდა და ამით სახელმწიფოს წინაშე აღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას ვასრულებდით. შემდეგ იწყებოდა უფრო მასშტაბური სამუშაოები, ზღვის ფსკერის დაღრმავება, კონტრაქტორების შერჩევა უკვე ბეტონის და წყალმტეხის […]
გვეკითხებიან, ისინი რატომ არ “გაყარეთ”, თქვენ რატომ წამოხვედითო – ჩერგოლეიშვილი
ევროპული საქართველოდ ყოფილი წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი: მხარდამჭერები გვეკითხებიან, ისინი რატომ არ “გაყარეთ”, თქვენ რატომ წამოხვედითო. 1. პირველ რიგში იმიტომ რომ სადაც წესებს არ იცავენ და სიტყვას ფასი არ აქვს, იქ უწესო ბრძოლა იმართება და უწესობა ჩვენც დაგვაზიანებს – პრაიმერიზის დროს გამოვლენილი სამარცხვინო საქციელის შემდეგ, კიდევ ერთი ზომბი აპოკალიფსი გვეზარებოდა და დამაზიანებლად ვთვლიდით არჩევნებამდე 2.5 თვით […]