რუსეთის კონტრდაზვერვის უფროსის ქალიშვილი და მისი კომპანიონი დაახლოებით 3 მილიარდი რუბლის ქონებას ფლობენ – „ინსაიდერი“

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის უფროსის გენერალ ვლადისლავ მენშჩიკოვის ქალიშვილი, ტატიანა და მისი კომპანიონი, საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სახელმწიფო კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ ხელმძღვანელი, იან ნოვიკოვი, თითქმის სამი მილიარდი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ. ამის შესახებ „ინსაიდერის“ გამოძიებაშია ნათქვამი. გამოცემის თანახმად, ტატიანა მენშჩიკოვამ 2022 წლის დეკემბერში შეიძინა ახალი 20 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების ავტომანქანა Mercedes-Benz GLA 580 4MATIC-ი. […]

ირაკლი კობახიძე – სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება

არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეცნიერ თეა გოდოლაძის განცხადებას, რომ დასკვნის შედეგად მყარდება აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება. როგორც კობახიძემ აღნიშნა სათანადო ვადებში მყინვარები მონიტორინგის სისტემით დაიფარება. „მე არ მინდა რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის […]

მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება

მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ინვესტორებთან ერთად რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. „ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს […]

როგორი შეფასება მიიღო ზივზივაძემ “ნიურნბერგთან” მატჩში?

ტფუუ ამათი დებილი გერმანული მენტალიტეტი რომ …ბუდუს როგორ არ ყიდულობს რომელიმე ბუნდესლიგის გუნდი ვინ ყავთ უკეთესი ფილკრუგი …ოკ ერთ გუნდს და დანარჩენეებს …?! ტიპი წამის მეასეედებში აკეთებს ბურთის მიღება-დამუშავება-შემოტრიალებას დარტყმას და გატანას …ცხონებული რამაზ შენგელია გამახსენა ეგრევე თუმცა რა გასაკვირია ორთავე ქუთაისლები არიან …

ბადრი ჯაფარიძე – ჩვენ გვინდა ვუთხრათ თანამოქალაქეებს, რას ვაპირებთ გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე – ეს არის 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილი, მეგაპროექტების დასრულება, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მობრუნება ქვეყნის

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, თელავში მიმდინარე „დემფესტზე“ მედიასთან საუბრისას, იმ გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისი გუნდი განახორციელებს. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 1000 ლარი გახდება და 200 000 მეტი სამუშაო ადგილი შეიქნება. „ჩვენ გვინდა ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს ის, თუ რას ვაპირებთ გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ეს არის 1000-ლარიანი პენსია, ეს […]

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია ავრცელებს. „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია პარიზსა და ბეირუთს შორის ფრენების შეჩერებას 6 აგვისტოს ჩათვლით ახანგრძლივებს“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია ლიბანში არსებულ ვითარებას აკვირდება. ცნობისთვის, რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა, Delta Airlines-მა და […]

პროკურატურა გაუთქმელობის შესახებ კანონს დისკრეციულად და ბოროტად იყენებს – ადვოკატების პროტესტი

ადვოკატები კანონში არსებული ჩანაწერების წინააღმდეგ გამოდიან. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტს ხელს ხშირად ახსნა-განმარტებების გარეშე აწერინებენ. ეს შეთანხმება იურისტებს ავალდებულებს, ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე საჯაროდ არაფერი თქვან და ყველაფერი საიდუმლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დარჩეს. ირკვევა, რომ მსგავსი პრეცედენტები განსაკუთრებით დაგროვდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ, რაც უფლებადამცველებს დამატებით კითხვებს უჩენთ. ადვოკატების […]

თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა – „ოცნება“ ამაში არჩევნებში „უცხოეთის ჩარევას“ ხედავს

სამ აგვისტოს თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა, სადაც პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი და არაერთი სხვა ორგანიზაცია, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იღებდნენ მონაწილეობას. „ქართული ოცნება“ ამის უკან საარჩევნო პროცესში „უცხოეთის ჩარევას“ ხედავს. „აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. […]

ევროკავშირის ფართომასშტაბიანი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ ძალაში შევიდა

2024 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობისაა. ბრიუსელის განცხადებით, ის ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ამავდროულად, მოქალაქეთა უფლებებს დაიცავს. ამ წლის დასაწყისში, რთული და ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო მსოფლიოში პირველი ფართომასშტაბიანი წესები ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მათი მეშვეობით უნდა დარეგულირდეს ისეთი მძლავრი სისტემები, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT. მიუხედავად იმისა, […]

რუსულ აეროდრომებზე დარტყმები სამართლიანია – ზელენსკი

რუსული საბრძოლო თვითმფრინავები უნდა განადგურდეს იქ, სადაც ისინი არიან, ყველა შესაძლო საშუალებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 აგვისტოს ტელეგრამის არხში დაწერა რუსეთში სამხედრო აეროდრომსა და ნავთობის ბაზაზე უკრაინის არმიის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ. “რუსული აეროდრომების დარტყმები სრულიად სამართლიანია. და ჩვენ გვჭირდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთობლივი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელიც მოკავშირეებისგან მოითხოვს […]