პრემიერი – რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება

რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა დღეს რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა, სადაც შესაძლებელი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. „ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს […]
მამუკა ხაზარაძე – ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონით ხელმძღვანელობს, ამიტომ „ოცნებისთვის“ ოპოზიციური ძალა საშიშროებას წარმოადგენს

ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონით ხელმძღვანელობს, ამიტომ „ოცნებისთვის“ ოპოზიციური ძალა საშიშროებას წარმოადგენს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძე თელავში, „დემოკრატიის ფესტივალზე“ იმყოფება. მან მედიასთან ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი გასვლითი პროექტები და მოქალაქეებთან წინასაარჩევნო გეგმებზე საუბარი საჭიროა. „რაც უფრო მეტად ახლოს იქნება გაცნობილი სხვადასხვა პარტიების პროგრამები და ხედვები ჩვენი […]
ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი – მიმართვა იუნესკოს

ხელოვანები და აქტივისტები იუნესკოს მოუწოდებენ, ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას. წერილს, რომელიც თათია მექვაბიშვილმა, ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ და ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა პარიზის იუნესკოს სათავო ოფისში შეიტანეს, 500-ზე მეტი ხელმოწერა აქვს დართული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და რუსული კანონის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამ სტატუსს არ იმსახურებს. განცხადებაში ისცი დაზუსტებულია, რომ […]
ტრამპი თანახმაა დებატებზე ჰარისს დაუპირისპირდეს

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, ის თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ტელედებატებში, რომელშიც მისი ოპონენტი დემოკრატთა სავარაუდო ნომინანტი, კამალა ჰარისი იქნება. ტრამპი თავიდან უარს ამბობდა მასთან დებატების გამართვაზე. განცხადება შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, 2 აგვისტოს, საკუთარ სოციალურ მედიის პლატფორმა Truth Social გააკეთა. დებატების ორგანიზატორი ამერიკული ტელეკომპანია “ფოქს-ნიუსი” იქნება და ის 4 სექტემბერს, პენსილვანიის შტატში გაიმართება. […]
ბუდუ – “ნიურნბერგი” 3:2. სეზონის დაწყებაც ასეთი უნდა! [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ნიურნბერგი“ 3:2 ბუდუ ზივზივაძის ჰეთ-თრიკით დაამარცხა. თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ზივზივაძემ სამი ერთმანეთზე უფრო ლამაზი გოლი გაიტანა და გულშემატკივრებმა მისი სახელის სკანდირება დაიწყეს. ქართველმა მეტოქე გუნდის მწვრთნელს, მიროსლავ კლოზეს დებიუტი ჩაუმწარა. 84-ე წუთზე ბუდუმ ტრავმა მიიღო, თუმცა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა, მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა […]
ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს

ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს. „გუშინ ღამით, მოგადიშოში მომხდარ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა „ალ-შაბაბმა“ აიღო, ევროკავშირი მკაცრად გმობს. ევროკავშირი სომალის მთავრობისა და სომალელი ხალხის გვერდით დგას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სომალის მიმართ ერთგულებას ადასტურებს“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა […]
თუ ქალბატონ სალომეს სურს შეწყალება, ეს ხელს არ უშლის – პაპუაშვილი სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე

თუ ქალბატონ სალომეს სურს შეწყალება, შეწყალებას ეს ხელს არანაირად არ უშლის, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მისი შეწყალება არ მოხდეს. შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა […]
ბუდუ არ დადის, ბუდუ დაფრინავს – ზივზივაძის ჰეთ თრიქი “ნიურნბერგის” კარში [VIDEO]

რავიცი არადა ევროპაზე 10 წუთი ათამაშეს სულ იქნებ რა უნდა ექნა. ვინმე მეტყვის ჟორჟი ჯობდა იმ მომენტშიო კვარა ნახევარდაცვიდან რო ყოფილიყო და ჟორჟი და ბუდუ წინ ხომ შეიძლებოდა
“პირველი მილიონი რომ იშოვა 1995 წელს, ეს გააკეთა მოსკოვში” – ნათელაშვილი

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი: “როგორ დაგადებილათ ამ კაცმა ხალხო? პირველი მილიონი რომ იშოვა 1995 წელს, 9 აპრილის ჯალათი, გენერალ ლებედის საპრეზიდენტო—-საარჩევნო კამპანია დააფინანსა, თვითონ იყი მისი შტაბის უფროსი და ცენტრალურ ოფისად საკუთარო “როსკრედიტბანკის”. შენობა გამოუყო მოსკოვში.”
მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთში წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა – ვალდებულებები

საქართველოს მთავრობამ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ქობულეთში 500 000 მ³-ის მოცულობის წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა და 12 თვის ვადით მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ 1 აგვისტოთი დათარიღებულ განკარგულებაში ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ვალდებულებებიცაა გაწერილი. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კომპანიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ შავი ზღვის […]