რუსეთის კონტრდაზვერვის უფროსის ქალიშვილი და მისი კომპანიონი დაახლოებით 3 მილიარდი რუბლის ქონებას ფლობენ – „ინსაიდერი“

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის უფროსის გენერალ ვლადისლავ მენშჩიკოვის ქალიშვილი, ტატიანა და მისი კომპანიონი, საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სახელმწიფო კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ ხელმძღვანელი, იან ნოვიკოვი, თითქმის სამი მილიარდი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ. ამის შესახებ „ინსაიდერის“ გამოძიებაშია ნათქვამი. გამოცემის თანახმად, ტატიანა მენშჩიკოვამ 2022 წლის დეკემბერში შეიძინა ახალი 20 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების ავტომანქანა Mercedes-Benz GLA 580 4MATIC-ი. […]

მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა

თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე, 472 კვ/მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა, – ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან, რომელიც 31 ივლისით თარიღდება. ნაკვეთი თბილისში, მარუაშვილის ქუჩა № 50-ში მდებარეობს. როგორც განკარგულებაში წერია, საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. განკარგულებაში ახსნილი არაა, რა მიზნობრიობით გადაეცა საპატრიარქოს ეს ქონება.

Air France-მა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია ავრცელებს. „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია პარიზსა და ბეირუთს შორის ფრენების შეჩერებას 6 აგვისტოს ჩათვლით ახანგრძლივებს“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია ლიბანში არსებულ ვითარებას აკვირდება. ცნობისთვის, რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა, Delta Airlines-მა და […]

მრავალძალსა და სხარტალში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება

მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება, როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან “კომერსანტს” აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ინვესტორებთან ერთად რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. „ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად […]

,, ეს იგივე ხრიკია, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში იქნა გამოყენებული” – რომან გოცირიძე დინამოს სტადიონზე

რომან გოცირიძე დინამოს სტადიონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს; ,,დინამოს სტადიონი 1976 წელს აშენდა და სულ რაღაც 48 წლისაა. მასზე თითქმის ორჯერ ძველია საბჭოთა კავშირისდროინდელი დიდი სტადიონები (კიევის, მოსკოვის “ლუჟნიკის” და სხვა). ერევნის რაზდანის სტადიონიც მასზე ძველია. დინამოს მხოლოდ ქვედა იარუსია ძველი, რომელიც არ არის არავითარ კავშირში დანარჩენ კონსტრუქციასთან. დღეს რომ დინამოს სტადიონის მასშტაბის ნაგებობა ააშენო, […]

პაპუაშვილი აშშ-ის დახმარებაზე: წარმოდგენა არ მაქვს, რა თანხაა – არ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ “წარმოადგენა არ აქვს”, კონკრეტულად რომელი დახმარება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მისი მტკიცებით, აშშ-ის დახმარება საქართველოს ბიუჯეტში არ შედიოდა და საელჩოსგან “განმარტებას” ელოდება. “დღემდე განმარტება არ გაუკეთებია არც საელჩოს, რა თანხაზეა საუბარი. წარმოდგენა არ მაქვს, რა თანხა არის ეს. ბიუჯეტის თანხა არ არის, ბიუჯეტში ეს თანხა ნამდვილად არ მიდიოდა. საქართველოს […]

რა იგეგმება რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის” – პრემიერი

რაჭის განთარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა დღეს რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა, სადაც შესაძლებელი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. „ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს […]

შავ ზღვაში წყალი თბება – რა რისკია ეს

შავ ზღვაში წყალი თბება და წყლის ტემპერატურის მატება შავი ზღვის აკვადორიაში იწვევს ხმელთაშუა ზღვის სახეობების შემოჭრას, რაც შავი ზღვის ეკოსისტემას ანგრევს – ასეთი განაცხადი გააკეთეს თურქმა მკვლევრებმა. მათი ცნობით, 1970-2023 წლებში შავი ზღვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 15,3 გრადუსი იყო, 2023 წელს კი – 16,8 გრადუსი. წყალი თბება წითელ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებშიც. კლიმატის ცვლილება და […]

Aerosmith-მა საკონცერტო კარიერა დაასრულა

ამერიკულმა მუსიკალურმა ჯგუფმა Aerosmith-მა კარიერა დაასრულა. ჯგუფმა ოფიციალურად განაცხადა, ტურნეს ვოკალისტ სტივენ ტაილერის ვოკალური პრობლემების გამო აუქმებს. შესაბამისად, გაუქმდა Peace Out გამოსამშვიდობებელი ტურის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები. ,,როგორც მოგეხსენებათ, სტეფანის ხმა უნიკალური ინსტრუმენტია. ის თვეების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა, რათა აღედგინა ხმა ისეთი, როგორიც იყო დაზიანებამდე. ჩვენ ვნახეთ, რომ ის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას გარშემო საუკეთესო […]

18 წ. | 28 მორაგბით სამხრეთ აფრიკაში

“უმცროსი ბორჯღალოსნების” (18-წლამდე) სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ექვსი ერის ფესტივალისგან განსხვავებით, სადაც განაცხადში 26 მოთამაშე იყო, აფრიკაში ორით მეტი მორაგბე მიდის. მათგან 23-ს იტალიაში ტიერ1-ის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვს, ხუთი კი უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ პირველად ითამაშებს. ესენი არიან მორკინალები – ნიკოლოზ ოლქიშვილი და დაჩი ჭელიძე, ასევე ხაზის მოთამაშეები […]