დაბალანაზღაურებად სექტორებში 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი – ISET Policy Institute

საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოც. მომსახურება) 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი, – ამის შესახებ იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია ISET Policy Institute-ი, რომელიც უნივერსიტეტში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში. შეგახსენებთ, ჩვენს ქვეყანაში კაცების დასაქმების დონე 43%-ით მაღალია, ვიდრე ქალების და, როგორც ორგანიაცია განმარტავს, შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობის ზრდა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქალების ეკონომიკური […]
მარიამ ქვრივიშვილი – რაჭაში იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, სხარტალი, ბეთლევი, შხივანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, კონკრეტულად რაჭაში, იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა. მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, კონკრეტულად რაჭაში, იწყება სრულიად […]
შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალები – რა წერია დოკუმენტში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალების მიხედვით, კურორტზე ტრაგედიამდე ადრეული მონიტორინგის სისტემების არსებობის შემთხვევაში განგაშის გამოცხადება შესაძლებელი 2 საათით ადრე იქნებოდა. აღნიშნულ კვლევაში ათამდე ქვეყნის მეცნიერი იყო ჩართული და ის სატელიტის ჩანაწერებსაც მოიცავს, რომლებიც სტიქიის დაწყებისა და განვითარების პროცესს ასახავს. კვლევის ავტორებმა […]
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მტრის წყალქვეშა ნავსა და C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა მიიტანეს. შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტრიუმფის” 4 გამშვები დანადგარი. […]
ანა დოლიძე – ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, შოვის საკითხზე საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე შოვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ადრეული შეტყობინების სისტემების დამონტაჟების შესახებ, პასუხისმგებლობა აიღო, აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა არსად დამონტაჟებულა. ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება. “შარშან, ზუსტად ამ დროს, მე […]
საპატრიარქოს მიწა 1 ლარად გადაეცა

თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე, 472 კვ/მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა, – ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან, რომელიც 31 ივლისით თარიღდება. ნაკვეთი თბილისში, მარუაშვილის ქუჩა № 50-ში მდებარეობს. როგორც განკარგულებაში წერია, საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. განკარგულებაში ახსნილი არაა, რა მიზნობრიობით გადაეცა საპატრიარქოს ეს ქონება.
ოჯახის ცნობით, თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურანლისტი აფგან სადიგოვი

თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც ორიოდე კვირის წინ საქართველოდან თურქეთში არ გაუშვეს, – იუწყება მისი ცოლი, სევინჯ სადიგოვა. ცოლის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამართალდამცავები ცენტრალურ თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ სადიგოვს შკოდის მარკის ავტომობილში, სანომრე ნიშნებით UU-122-HU, სვამენ. რამდენიმე მათგანი სამოქალაქო ფორმაშია გამოწყობილი. ადგილზე იყვნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. „რატომ მიგყავთ“ – ეკითხებიან […]
ანა დოლიძე – ჩვენი რეგიონები ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავს

ასეთი ფესტივალები და შეკრებები უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ჩვენი რეგიონებისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, თელავში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალზე“ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი ღონისძიებები რეგიონებში იშვიათია და მიიჩნევს, რომ რეგიონებს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. „ასეთი ფესტივალები და შეკრებები უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ჩვენი რეგიონებისთვის. სამწუხაროდ, ეს არის იშვიათი […]
აშშ საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას უჩერებს, ქართველ ხალხს კი მტკიცე ერთგულებას უდასტურებს

$95 მილიონზე მეტი ოდენობის აშშ-ის დახმარება, რითაც პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა იღებს, შეჩერებულია; დროშა, რომელიც “ქართულ-ამერიკული ერთობლივი თავგანწირვისა და ერთგულების სიმბოლოდ” იქცა; აქვს თუ არა პრეზიდენტს ძალაუფლება იმისთვის, რომ ამერიკული დემოკრატია დააზიანოს?
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების მერვედფინალში საქართველოს ნაკრები მეტოქე იტალიასთან დამარცხდა, ანგარიშით 3:4, და ოლიმპიადას გამოეთიშა. · ეთო ლიპარტელიანმა პირველი ქულა მოუტანა გუნდს – 1:0 · ლაშა შავდათუაშვილი მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა, იტალიამ ანგარიში გაათანაბრა – 1:1 · კიმ პოლინგმა ეთერ ასკილაშვილის დამარცხებით დააწინაურა იტალიის ნაკრები – 1:2 · ლაშა ბექაურმა კრისტიან პარლატის სძლია […]