ირმის ნახტომში იშვიათი სახის შავი ხვრელი აღმოაჩინეს – რას ნიშნავს ეს?

მთელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ობიექტი ასტრონომებმა აქვე, ჩვენს გალაქტიკაში დააფიქსირეს. ჩვენგან დაახლოებით 17 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მკვრივი სფერული ვარსკვლავთგროვის, ომეგა კენტავრის ცენტრში, ასტრონომებმა შუალედურმასიანი შავი ხვრელის არსებობის მტკიცებულებას მიაგნეს. მისი მასა სულ მცირე 8200 მზის მასას უნდა უდრიდეს. ის ამ მოუხელთებელი ობიექტის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია ამ დროისათვის არსებულთა შორის — ესაა შავი […]

მოწამვლის გამო სელაპები მასობრივად გამორიყა წყალმა კალიფორნიის ნაპირზე

სელაპები მასობრივად გამორიყა წყალმა კალიფორნიის სანაპიროებზე ტოქსიკური წყალმცენარეებით მოწამვლის გამო, რომელთა ყვავილობა გაძლიერდა ოკეანის დათბობისა და სასუქების ჩამოტანის გამო. ერთი კვირის განმავლობაში, კუნძულის საზღვაო და ველური ბუნების ინსტიტუტის გუნდმა გადაარჩინა 23 ზღვის ლომი, მაგრამ დაახლოებით იგივე რაოდენობა დაიღუპა. ავადმყოფ ცხოველებს აღენიშნებათ დეზორიენტაცია, პირის ღრუში ქაფი, ზოგადი სისუსტე და კრუნჩხვები. აღინიშნება, რომ ზოგიერთი ახერხებს სიმპტომების დაძლევას […]

ოფიცრები, სამხედრო მაღალჩინოსნები – დაკავებები ირანში

The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, მასობრივი დაკავებები დაიწყო. დაპატიმრებულებს შორის არიან ირანის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ასევე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ რეზიდენციის თანამშრომლები, სადაც ისმაილ ჰანიე მოკლეს. გამოცემის ცნობით, დაპატიმრებულია სულ 20 ადამიანი. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში ირანელი სამართალდამცავები სწავლობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის აეროპორტებში […]

ფორმულა: დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა

ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო. ვაშინგტონი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რასაც ფორმულას დაავადებათა კონტროლია ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე უდასტურებს. ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე […]

“242 დღე ვიშიმშილე” – რას ამბობდა ჟურნალისტი, რომელიც თბილისში დააკავეს და აზერბაიჯანს უნდა გადასცენ

დღეს, 3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი დააკავეს. ვიდეოს სადიგოვის მეუღლე, სევინჯ სადიგოვი ავრცელებს სოციალურ ქსელში; ვიდეოში ჩანს, თუ როგორ სვამენ მანქანაში შსს-ს თანამშრომლები აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აფგან სადიგოვი 2024 წლიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. […]

თამბაქოს მოყვანა-რეალიზება მაღალმთიან აჭარაში ფასს კარგავს

თამბაქო – ტრადიციული კულტურა მაღალმთიან აჭარაში, რომელიც ფასს ნელ-ნელა კარგავს. თუ კი ერთ დროს მაგალითად ქედაში, თამბაქო, შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო, დღეს მის მოყვანას, ფერმერები, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ინდომებენ. პროდუქტის მოყვანა და დამუშავება ადგილობრივებს იმაზე ძვირი უჯდებათ, ვიდრე ბაზარზე კილოგრამის ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტებში უამრავ ოჯახს ნახავთ, რომლებსაც გასული წლების მოსავალი ისევ […]

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. აფგან სადიგოვის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული […]

შალვა პაპუაშვილი – როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის “ევროპული ღირებულება” – სირცხვილია, თუ “თავისუფლება მიშას” კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის

როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის “ევროპული ღირებულება” – სირცხვილია, თუ “თავისუფლება მიშას” კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის ფესტივალის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოფენილ ბანერებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, სირცხვილია, თუ “თავისუფლება მიშას” კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის. „როგორც […]

საქართველო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში ექსტრადიციას გეგმავს

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, – რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში დააკავეს, – აზერბაიჯანში ექსტრადიცია ემუქრება. თბილისში სამ აგვისტოს დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც ორიოდე კვირის წინ საქართველოდან თურქეთში არ გაუშვეს. ცოლის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამართალდამცავები ცენტრალურ თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ სადიგოვს შკოდის მარკის ავტომობილში, სანომრე ნიშნებით UU-122-HU, სვამენ. რამდენიმე მათგანი სამოქალაქო […]