ლაშა გურული კუბელ ბორხესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი მოკრივის პირველი მედალი ოლიმპიურ თამაშებზე 24-წლიანი პაუზის შემდეგ – ლაშა გურული (63,5 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა. ნახევარფინალში 27 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქე კუბელი ერისლანდი ალვარეს ბორხესი იყო, რომელმაც ლაშასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. გურულმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და რამაზ ფალიანისა (1992 წელი, ბარსელონა) და ვლადიმერ ჭანტურიას (2000 […]

ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.

იგორ ნარმანია – ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის წინააღმდეგ და დაამარცხოს ის და მისი ბანდა

ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის წინააღმდეგ და დაამარცხოს ის და მისი ბანდა 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი „აბსურდული განაჩენი ცხადყოფს, რომ რეჟიმი აგონიაშია“. „მიხეილ […]

საქართველოდან უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე გააძევეს

საქართველოში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს ქვეყნიდან. „„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულია, აზერბაიჯანის, ირანის ისლამური […]

ნანატრი მიზანი ასრულებულია – ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია!

ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზანს 37 წლის ასაკში მიაღწია და ოლიმპიური ოქრო მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ამჟამინდელმა მსოფლიოს მე-2 ნომერმა სერბმა მე-3 ადგილზე მყოფი ესპანელი კარლოს ალკარასი 2 საათსა და 52 წუთში, ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. ჯოკოვიჩი გახდა ისტორიაში მე-5 ჩოგბურთელი, რომელსაც შტეფი გრაფის, ანდრე აგასის, […]

რუსეთს სურს ირანთან დაკავშირებული ჯგუფების გამოყენება დასავლეთთან დაპირისპირებისთვის – ISW

კრემლის სავარაუდო გეგმა, რომ გადასცეს იემენელ ჰუთებს რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა, ხაზს უსვამს რუსეთის სამხედრო პარტნიორობის გაძლიერების სურვილს ირანთან და აძლიერებს ვარაუდობს, რომ მოსკოვი, მიზნად უნდა უსახავდეს თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების გამოყენებას დასავლეთთან ირიბად დასაპირისპირებლად, – წერს ომის შემსწავლელი ამერიკული (ISW) ინსტიტუტი. 2 აგვისტოს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადებოდა 2024 წლის ივლისის ბოლოს […]

მაღალი რისკის ზონის განაშენიანების გენგეგმა – რას უპირებენ გოდერძის?

მაღალი რისკის ზონაშიც კი შესაძლოა განაშენიანების გეგმა შექმნა და დაამტკიცო, თუ ადგილობრივ მოსახლეობას ბევრს არ ჰკითხავ, სამოქალაქო ორგანიზაციებს და ექსპერტებს ყურს ნაკლებად ათხოვებ და ოფიციალურ დასკვნებსაც – რისკის ზონების გაფრთხილების შესახებ არ გაითვალისწინებ. ხულოს საკრებულომ 26 ივლისს გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმისა და ამ არეალში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის – კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ხშირად გვესმოდა სიტყვა „შეუძლებელი“, მაგრამ ჩვენ შევძელით და ახლა ეს რეალობაა, F-16-ები უკრაინაშია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები წარადგინა და ხაზი გაუსვა საჰაერო ძალების განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას. მისი თქმით, ხშირად ისმოდა უკრაინის მისამართით სიტყვა „შეუძლებელი“, თუმცა უკრაინამ ეს შეძლო და ახლა F-16-ები უკრაინაშია. „ჩვენ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის საჰაერო ძალების ახალ საავიაციო სტანდარტზე – […]

გერმანია 2026 წლისთვის აკრძალავს კავშირგაბმულობის სექტორში ჩინური წარმოების კომპონენტების გამოყენებას

გერმანიაში აცხადებენ, რომ 2026 წლიდან რამდენიმე ჩინურ კომპანიას აეკრძალება 5G-ი ქსელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების გამოყენება. გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც დიდი ხანია განიხილავს, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ჩინური წარმოების კომპონენტებს მომავალი თაობის მობილურ ქსელებში. შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი აცხადებს, რომ ჩინური კომპონენტები 2026 წლიდან აიკრძალება. ჩინური კომპანიების მიერ მოწოდებულ კომპონენტებს კი 2029 […]

ქობულეთში მკვლელობა მოხდა

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა, არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსი” 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.