ლაშა გურული: ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა ოქრო, ვეცდები შედეგი გავაუმჯობესო

მოკრივე ლაშა გურულმა პირველი კომენტარი გააკეთა კუბელ ალვარეს ბორხესთან ნახევარფინალის შემდეგ, რომელშიც ქართველი მოკრივე დამარცხდა, თუმცა მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება მაინც შეძლო. ლაშა გურული ამბობს, რომ მასზე მეტად არავის სურდა ამ ბრძოლაში გამარჯვება და დარწმუნებულია, რომ გულშემატკივარი მას სწორად გაუგებს. “კუბური სკოლა და მომზადება სულ სხვა დონეზეა… არც ჩვენ ვიყავით ნაკლები, მაგრამ ეს არის ოლიმპიური […]

META-ს მოგება 13.5 მლრდ დოლარს მიაღწია

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება, კომპანიის მეორე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, $11 მილიარდით გაიზარდა. ხუთშაბათის მონაცემებით, ცუკერბერგმა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეხუთედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. Meta-ს კვარტალური მოგება 73%-ით გაიზარდა და $13.5 მილიარდი შეადგინა. შედეგად, გაიზარდა ცუკერბერგის ქონებაც, $167 მილიარდიდან $178 მილიარდამდე. ამერიკელი ბიზნესმენი Meta-ში აქციათა 13%-ის მფლობელია. თუმცა ხუთშაბათის შემდეგ ცუკერბერგის ქონების წმინდა […]

გამოსავალი საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ-ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია “აგენტოკრატიამ”

გამოსავალი საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ-ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია “აგენტოკრატიამ” აუცილებლად მოუწევს, რადგან თვითონ შეიყვანეს ჩიხში სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ რაციონალური ურთიერთობა და საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ-ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია “აგენტოკრატიამ”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის […]

რა მოლოდინს აჩენს ანაზღაურებადი სტაჟირება

სპეციალისტები მოელიან, რომ ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება. უმაღლესდამთავრებულების ანაზღაურებად სტაჟირებაზე განცხადებების მიღება დაწყებულია და ახლაგაზრდებს სამთავრობო უწყებებში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. სტაჟირებისთვის გამოყოფილი ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს. როგორც სოციოლოგი და აკადემიკოსი პაატა აროშიძე ამბობს, კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ყურადღება პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას მიექცევა, ვიდრე ანაზღაურებაზე. “როდესაც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა არასახარბიელოა, […]

ისტორიული ყორღანის დაზიანების ფაქტი

იურისტ სოფო ხორგუანის თქმით, ასპინძაში მძიმე ტექნიკით უძველესი ყორღანი განზრახ დააზიანეს. სოფო ხორგუანი პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად დაიწყოს გამოძიება. მისი თქმით, წინა წლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამ ტერიტორიებს მეთვალყურეობას უწევდნენ, ხოლო ახლა ყველაფერი მიტოვებულია. „ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა დავკარგეთ ამ ყორღნის განადგურებით. გაურკვეველია, ზუსტად როდის მოხდა, მაგრამ ახალი ამბავია, რომ მძიმე […]

რატომ გვთხოვენ აეროპორტებში ჩანთიდან ლეპტოპის ამოღებას

ვისაც გასული ათი წლის განმავლობაში თვითმფრინავით უმგზავრია, ყველამ იცის, რამდენად სტრესული შეიძლება იყოს აეროპორტები. რაც არ უნდა ადრე მიხვიდეთ, ჩასხდომის ჭიშკრამდე მისვლამდე უსაფრთხოების უამრავი შემოწმება უნდა გაიაროთ. ამასობაში, ვერ ასცდებით მომაბეზრებელ მოთხოვნას: „გთხოვთ, ჩანთიდან ლეპტოპი ამოიღეთ“. საინტერესოა, რა კავშირი აქვს თქვენს ლეპტოპს უსაფრთხოებასთან? დღე, რომელმაც საჰაერო მოგზაურობა სამუდამოდ შეცვალა აეროპორტების უსაფრთხოება დრამატულად შეიცვალა აშშ-ში 2001 […]

რუსეთის ციხეში შიმშილობის შემდეგ დაიღუპა ომის მოწინააღმდეგე პიანისტი

რუსეთში, ქალაქ ბირობიჯანის საპატიმრო იზოლატორში გარდაიცვალა პაველ კუშნერი, პიანისტი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრას აპროტესტებდა. მუსიკოსი რუსმა სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს. ის მშრალად შიმშილობდა პროტესტის ნიშნად. დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებების ცნობით, კუშნერი მართავდა არხს youtube-ზე სახელად “უცხოეთის აგენტი მალდერი” (“Иноагент Малдер“), სადაც პოეტური ფორმებით აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებასა და სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. არხს სულ 5 გამომწერი ჰყავდა. პიანისტი […]

“ეს რეალობაა! F-16 უკრაინაშია და ჩვენი სახელმწიფოსთვის ვიყენებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ

“ახლა დადგა ახალი ეტაპი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარებაში”, – განაცხადა ღონისძიების დროს პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც თავის სიტყვაში გაიხსენა ის ძალისხმევა, რაც წინ უძღოდა დასავლეთის საბრძოლო ავიაციის მიღებას. “ჩვენ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება გავმართეთ ჩვენი ავიაციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პასუხად ხშირად გვსმენია: შეუძლებელია! მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლებელი […]