გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველად შედეგებს აქვეყნებს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. „შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. […]

იაპონური Nikkei-ს ვარდნამ 1987 წლის “შავი ორშაბათის” მაჩვენებელს გადააჭარბა

დღეს, 5 აგვისტოს დილით, ტოკიოს საფონდო ბირჟის გახსნისას მკვეთრი, 11,6%-იანი ვარდნა განიცადა Nikkei-ს ინდექსმა. მიზეზად დასახელებულია ინვესტორების შიში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესიას და იაპონური ვალუტის, იენის, გამყარებას უკავშირდება. Nikkei იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის მდგომარეობას ასახავს. დღევანდელი ვაჭრობის პროცესში ვარდნამ 12%-ს გადააჭარბა და ინდექსმა 4000-ს პუნქტზე მეტი დაკარგა, რაც 1987 წლის „შავი […]

ანდრო გოცირიძე – თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა გადასატვირთია, რუსული პოლიტიკის გამარჯვება და საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსის სრული ჩავარდნაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა. – ბატონო ანდრო, გასულ კვირას რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლება შედგა. ამ გაცვლის კადრები და გათავისუფლებულებთან შეხვედრის კადრებიც ვიხილეთ. დამკვირვებელთა უმეტესობა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ეს გაცვლა, ყველაზე მასშტაბური იყო. გათავისუფლებულებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ვნუკოვოს აეროპორტში […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა 5 აგვისტოს ღამეს უკრაინას Shahed-ის ტიპის 24 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიას პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს. უკრაინელებმა დრონები კიევის, ვინიცას, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.­ ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის. “ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, – განაცხადა ბექაურმა. გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც. “უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი ამაში, მადლობა ამისთვის”, […]

მაია ომიაძე – CCTV-ის დოკუმენტური ფილმები ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოში მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოიყვანს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მაია ომიაძემ CCTV-ის ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო. მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფება. მაია ომიაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ […]

ეროვნული გამოცდების უცხოური ენების შედეგები გამოქვეყნდა

აბიტურიენტთა საყურადღებოდ! გთავაზობთ უცხოური ენების შედეგებს საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/entrantdefault , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.ვრცლად: https://naec.ge/#/ge/post/3230გისურვებთ წარმატებას!

ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი დანაშაულის დეტალები და აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა. უფლებადამცველებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. დეტალები იხილეთ ნინი მაისურაძის სიუჟეტში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ქურდული სამყაროს” წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 […]

წინა წელთან შედარებით, წელს ექსპორტი ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ვერ იქნება – ოთარ ნადარაია

„წინა წელთან შედარებით, წელს ექსპორტი ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ვერ იქნება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თიბისი ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია ტრადიციული ტურიზმი, გზავნილები და ასევე დაკრედიტების ზრდა. „რა არის ეკონომიკური ზრდის ფაქტორები? პირველ რიგში ტრადიციული ტურიზმი. ჩვენ გვაქვს საშუალება, დავაკვირდეთ თიბისის არხებით უცხოელი ვიზიტორების […]

მთავრობამ „ვინდ ფაუერს“ გორსა და ქარელში 246 990 მ²-ის მიწა 1 126 292 ლარად გადასცა

მთავრობამ კომპანია „ვინდ ფაუერს“ ჯამში 246 990 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 126 292 ლარად გადასცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 31 ივლისის თარიღით არის გამოქვეყნებული. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ „ვინდ ფაუერს“ მიწის ნაკვეთები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისსა და ურბნისში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში იმ პირობით გადაეცა, რომ […]