ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება – რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი

2024 წლის 4 აგვისტოს Philippe-Chatrier-ს კორტზე სპორტმა გაიმარჯვა. ლეგენდარულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 37 წლის ასაკში ერთადერთი დარჩენილი ნანატრი ტიტული მოიგო, რომლის ჩემპიონობის გემოც აქამდე არ გაესინჯა და ოლიმპიადის ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა. ანდრე აგასის შემდეგ სერბი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერული სუპერ სლემი შეასრულა. მას ოთხივე დიდი სლემი, პლუს შემაჯამებელი […]

იმნაძე: [აშშ-ის დახმარება] არ შეწყვეტილა, არის პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ფორმულასთან ამბობს, რომ ცენტრისთვის და ლუგარის ლაბორატორიისთვის, სავარაუდოდ, აშშ-ის გარკვეული პროექტები შეჩერდა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აშშ-ის დახმარება არ შეწყვეტილა. “არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი”, – ამბობს პაატა იმნაძე და ჩაკითხვაზე, კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი აღნიშნავს, რომ “ჯერ ვერაფერს იტყვის”. ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის […]

სურსათის ეროვნული სააგენტო – მეორე კვარტალში სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშია აღებული, დარღვევა 168 ნიმუშში გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი 3 შემთხვევაში გამოვლინდა. ამასთან, რძისა და რძის ნაწარმის 90-ზე მეტი ნიმუშიდან მცენარეული ცხიმის შემცველობა ყველის სამ ნიმუშში აღმოჩნდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მეორე კვარტლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სააგენტოს ინსპექტორებმა მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მაჩვენებელზე საკვლევად, სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუში/სინჯი აიღეს […]

ირაკლი ნადარეიშვილი – ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ძალიან ქუთაისს აქცევს მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრად რეგიონში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ძალიან მოკლე პერიოდში ქუთაისს აქცევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრად რეგიონში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისში აღნიშნული პროექტის განხორციელება წარმოადგენს იმ პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, ინოვაციებისა […]

„დიდი შვიდეული“, ახლო აღმოსავლეთში ფართო კონფლიქტის საფრთხის ფონზე, მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს თავის შეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს ქმნის. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ საპასუხო ძალადობის მიმდინარე დესტრუქციული ციკლის გაგრძელებისგან, შეამცირონ დაძაბულობა და კონსტრუქციულად ჩაერთონ დეესკალაციის მისაღწევად“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის […]

ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რისთვისაც მთავრობა დამატებით 12 მლნ ლარს დახარჯავს

მთავრობამ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას ფუნქცია მოუძებნა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა დაავალა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა. სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონელი, მომსახურება და სამუშაოები 2024 -2025 წლების განმავლობაში უნდა შეიძინოს, რისთვისაც 2024 […]

საფინანსო ბაზარზე ლომბარდების წილი მცირდება

ლომბარდების, იგივე სგს-ების პორტფელი მიკროსაფინანსოებისას უახლოვდება. სგს-ებს 1.65 მლრდ ლარზე მეტი სესხები აქვს გაცემული, მისოების პორტფელი კი 1.75 მლრდ ლარის ფარგლებშია. სებ-ის სტატისტიკით, ბაზარზე 200-,მდე სყბიექტია 300 ზე მეტი ფილიალით წარმოდგენილი და მთლიანი აქტივების 650 მლნ ლარამდეა. 1.560 მლრდ ლარის 903 500 სესხი ფიზიკურ პირებზეა გაცემული, 70 მლნ ლარის პორტფელი (630 სესხი) მოდის იურიდიულ პირების […]

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ასობით გულშემატკივარი დახვდათ. „მიყვარხართ ყველა და ამ ყველაფრისთვის მადლობა. თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, – განაცხადა ლაშა ბექაურმა. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) – ვერცხლის […]

ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ლეგენდარულმა სერბმა ესპანელ კარლოს ალკარასს ორ სეტში, 7:6, 7:6 მოუგო. ფინალი ძალიან დრამატული და სანახაობრივი გამოვიდა, მატჩის განმავლობაში არცერთი ბრეიქი არ შესრულებულა და სერბმა მეტოქეს ტაიბრეიქზე ორჯერ აჯობა. პირველი სეტის ტაიბრეიქი 7:3 დასრულდა, ხოლო მეორე სეტის მე-13 გეიმში ჯოკოვიჩმა მეტოქეს 7:2 მოუგო. შედეგად, 37 […]

მოკრივე ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოკრივე ლაშა გურულმა (63,5) ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზა. ის კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდა, შეხვედრა 0:5 დათმო და სადებიუტო ოლიმპიადაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია 7 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია და ბრინჯაოს მედალიც გაინაღდა. […]