„სილქ რიალ ისთეითმა” ადგილობრივ ბაზარზე პირველი 1-წლიანი, 7 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

„სილქ რიალ ისთეითმა“, საქართველოში უძრავი ქონების მართვის და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე პირველი, ევროში დენომინირებული, 1-წლიანი ობლიგაციების ემისია თიბისი კაპიტალის, „გალტ & თაგარტისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა. ამჯერად, განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს. სილქ რიალ ისთეითმა 2023 წლის აპრილში გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარის პირველი ტრანში, […]
აჭარის პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

აჭარის პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 […]
ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტია და ცალსახაა თუ რატომ არის მკვლელობის მცდელობის ადრესატი

როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ცალსახაა თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადების ადრესატი – ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით. „არსებობენ ადამიანი, რომელთა მთავარი მზიანია, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, […]
ევროპაში ყალიბდება აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების საფუძვლები. ასე რომ, ჩვენს თანამოაზრეებს „გლობალური ომის პარტიის“ მეტასტაზებიდან გათავისუფლების გზაზე, მხარდაჭერა და თანადგომა ვუსურვოთ

ევროპაში ყალიბდება აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების საფუძვლები. ასე რომ, ჩვენს თანამოაზრეებს „გლობალური ომის პარტიის“ მეტასტაზებიდან გათავისუფლების გზაზე, მხარდაჭერა და თანადგომა ვუსურვოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ბოლო დროს „გლობალური ომის პარტიისთვის“ არასასურველ პოლიტიკურ ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის წერს ამ ჩამონათვალშია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, ამერიკის შეერთებული შტატების […]
ავთანდილ კასრაძე – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება

ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, პირველი ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების […]
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 ფაქტი გამოვლენილია – ქვემო ქართლის, 2 – ფაქტი გამოვლენილია შიდა […]
პიანისტი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრას აპროტესტებდა, რუსეთის ციხეში მშრალი შიმშილობით გარდაიცვალა

რუსეთში, ქალაქ ბირობიჯანის საპატიმრო იზოლატორში გარდაიცვალა პაველ კუშნერი, პიანისტი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრას აპროტესტებდა. ის 39 წლის იყო. კუშნერის ახლობლების ინფორმაციით, პიანისტის გარდაცვალების მიზეზი პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გახდა. მუსიკოსი რუსმა სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ქმედებების საჯარო მოწოდების მუხლით აღიძრა. დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებების ცნობით, კუშნერი მართავდა არხს youtube-ზე სახელად “უცხოეთის […]
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. ჯამში პროექტზე 12 მილიონი ლარის დახარჯვა არის გათვალისწინებული, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი, ხოლო 2025 […]
ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 […]
გურამ ქუთათელაძემ ჯორდან ვუჩენიკი დაამარცხა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 32 წლის ქართველი „ვიკინგი“ გურამ ქუთათელაძეUFC-ის დებიუტანტს, Cage Warriors-ის ჩემპიონს, 28 წლის ინგლისელ მებრძოლს, ჯორდან ვუჩენიკს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა. UFC-ის ღონისძიებას გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი მასპინძლობდა. გურამ ქუთათელაძეს შერეულ ორთაბრძოლებში 17 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 13 მოიგო და მხოლოდ ოთხჯერ განიცადა მარცხი.