ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების განხილვის მიზნით დღეს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებენ. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე ასევე ისაუბრებს იორდანიის მეფე აბდულასთან. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. […]

„საქართველოში ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის სტატისტიკა 14-15%-ია – ლაშა კილაძე

„საქართველოში ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის სტატისტიკა 14-15%-ია, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ექიმმა-ფსიქიატრმა, ლაშა კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველად მომართვების 25-30% ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მოდის, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. „ ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ჯამში, ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის სტატისტიკა საქართველოში 14-15%-ია. პირველად მომართვების 25-30% მოდის ბავშვებზე. თვეში დაახლოებით 500-600 პირველადი შემთხვევაა. ბავშვების მომართვა ძალიან გაზრდილია. ბოლო სტატისტიკით […]

ირაკლი ნადირაძე – „ოცნებამ” და პირადად ივანიშვილმა ქუთაისს წაართვა განვითარების მთელი 12 წელი, შეაჩერა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი

„ოცნებამ” და პირადად ივანიშვილმა ქუთაისს წაართვა განვითარების მთელი 12 წელი, შეაჩერა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი და ახლა დაპირება, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ქუთაისისთვის, არის მორიგი წინასაარჩევნო აფერა, – ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე იმ ფაქტს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად უნდა გადაკეთდეს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ისეთივე ტყუილი […]

ფოთის მერი – ჩვენ ვაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების განხორციელების ხელშეწყობას

ფოთში აკადემიურ ნიჩბოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ჩემპიონატი, სამი დღის მანძილზე, მდინარე კაპარჭინასა და ოქროს ტბაზე მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, დუშეთის, მცხეთის, აბაშის, წყალტუბოს, რუსთავისა და თბილისის სანიჩბოსნო სკოლების 125 სპორტსმენი ასპარეზობდა. ინფორმაციის თანახმად, შეჯიბრში წარმატებით იასპარეზე ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები […]

GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ივლისის თვეში 5 მოვაჭრე დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის ივლისის თვეში, 5 მოვაჭრეს ჯამში, 5000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების […]

„სილქ რიალ ისთეითმა” ადგილობრივ ბაზარზე პირველი 1-წლიანი, 7 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

„სილქ რიალ ისთეითმა“, საქართველოში უძრავი ქონების მართვის და სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე პირველი, ევროში დენომინირებული, 1-წლიანი ობლიგაციების ემისია „თიბისი“ კაპიტალის, „გალტ & თაგარტისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა. „თიბისის“ ინფორმაციით, ამჯერად, განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს. მათივე განმარტებით, „სილქ რიალ ისთეითმა“ 2023 წლის აპრილში გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი […]

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 51 ფაქტი და ამოღებული 102 874 მ³ ხე-ტყე – სად გამოვლინდა ყველაზე მეტი სამართალდარღვევა?

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლინელია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 ფაქტი გამოვლენილია – ქვემო ქართლის, 2 – ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 2-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5 – გურიისა […]

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ იაპონური კულტურის ფესტივალზე Land Cruiser Prado-ს უახლესი მოდელით წარდგა

იაპონური ხარისხის ერთგული და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული – ეს ტოიოტას უახლესი და ყველაზე მოთხოვნადი მოდელი Land Cruiser Prado-ა, რომლითაც „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ იაპონური კულტურის ფესტივალზე წარდგა. ღონისძიება წელს ბათუმში მესამედ გაიმართა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებასა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას. წელს ფესტივალის მხარდამჭერი ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრი დასავლეთ საქართველოში „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ […]

“ზივზივაძე ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა… გერდ მიულერს გვაგონებს” – გერმანულმა გამოცემამ ბუდუს სტატია მიუძღვნა

გერმანულმა ka-news-მა ბუდუ ზივზივაძის სეზონის ბრწყინვალე სტარტს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, ქართველის “კარლსრუე” მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე “ნიურბერგთან” 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენებურის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა. “ნიურბერგთან” ფინალური სასტვენის შემდეგ ზივზივაძემ თავისი ჯილდო მოიპოვა. მან შეხვედრის ერთ-ერთი ბურთი ბურთი სახლში წაიღო. “მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ქალიშვილს ბურთით თამაში ძალიან უყვარს და სწორედ მისთვისაა”, – […]

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა ვენესუელას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგების დამადასტურებელი მტკიცებულება

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა მოუწოდებს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მათი თქმით, აუცილებელია, არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა დადასტურდეს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციამ შეაგროვა შევსებული საარჩევნო ბიულეტენების 80 პროცენტი და ეს დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მათ გაიმარჯვეს. „აუცილებელია დოკუმენტაციის გამოქვეყნება. ეს შემოწმება საჭიროა ვენესუელელი ხალხის ნების აღიარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. ამავე […]