ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგს

ევროკავშირი ნიკოლას მადუროს არ მიიჩნევს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში 4 აგვისტოს, ღამით ევროკავშირის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, არჩევნების მეთვალყურე საერთაშორისო მისიების შეფასებით, ივლისის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ვენესუელის ეროვნულ საარჩევნო საბჭოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია კენჭისყრის შედეგების ამსახველი […]

იანვარ-ივნისში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში ხანძრის 5 985 ფაქტი დაფიქსირდა. ხანძარს ემსხვერპლა 21 ადამიანი, 122 კი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული. ხანძრის შედეგად განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა. ხანძარს ემსხვერპლა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. გასული წლების განმავლობაში, ხანძრის მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა 79 ადამიანი, ყველაზე ნაკლები კი 2021 წელს – […]

6 თვეში ძალადობის მსხვერპლი 279 არასრულწლოვანი გახდა, მოძალადეთა შორის 17 მოზარდია – საგანგაშო სტატისტიკა

2024 წლის I-II კვარტალში ძალადობის მსხვერპლი 13 წელზე უმცროსი ასაკის 123 პირი იყო მათ შორის 51 გოგო და 72 ბიჭი,14-17 ასაკის კი 156 პირი, 128 გოგო და 28 ბიჭი. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულების სტატისტიკაშია აღნიშნული. მთლიანობაში 2024 წლის ექვს თვეში ძალადობის მსხვერპლი გახდა 4116 პირი, მათ შორის 3457 ქალი და 659 კაცი. სტატისტიკაში […]

დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

Reuters-ის ცნობით, დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს თავის შეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს ქმნის. “კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ საპასუხო ძალადობის მიმდინარე დესტრუქციული ციკლის გაგრძელებისგან და შეამცირონ დაძაბულობა”, – წერია განცხადებაში. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურის, […]

„თამაში დასრულებულია – პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“ – ბექა ოდიშარია

„თამაში დასრულებულია – პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წაგებული დავა შეაფასა. ბექა ოდიშარიას თქმით, მისთვის გაუგებარია, „რა მოტივაციით შეიძლება დარჩნენ პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულები იყვნენ, რომ ქართველი ხალხი გაეძარცვათ“: „ლელოდ“ წოდებული ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტზე პარაზიტირებას ცდილობდა და მიიღწვოდა, რომ ქართველი ხალხისთვის იმ დროინდელი […]

2024 წლის 6 თვეში საქართველოში 5 მლნ კგ მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 5 200 ტონა $18 667 140 ღირებულების მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 4 900 ტონა $20 300 190 ღირებულების. მონაცემების თანახმად რაოდენობრივად მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6%-ით გაიზარდა. პროდუქციის შემოტანა კი 13%-ით გაიაფდა. მთავარი იმპორტიორი თურქეთია, ხუთეულში ასევე შედიან აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანეული […]

ქსელში ავარიის გამო, ელექტრომომარაგება შეწყდება – რომელ ქუჩებს შეეხებათ შეზღუდვა

თელასის ცნობით, დღეს, 5 აგვისტოს, ქსელში ავარიის გამო, ელექტრომომარაგება არ მიეწოდება ვერა-ვაკის რაიონის შემდეგ ქუჩებს: “წყნეთის გზატკეცილს, I გასასვლელს, იმედაძის I გასასვლელს, იმედაძის, წყნეთის გზატკეცილის I ჩიხს, წყნეთის გზატკეცილს, III ჩიხს, ირაკლი უჩანეიშვილის I ჩიხს,ბაგებს, იმედაძის II ჩიხს, ილია ჭავჭავაძის გამზირს, ირაკლი უჩანეიშვილის I გასასვლელს, ირაკლი უჩანეიშვილის III ჩიხს, გიორგი დანელიას, იმედაძის II გასასვლელს, წყნეთის […]

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. ჯამში პროექტზე 12 მილიონი ლარის დახარჯვა არის გათვალისწინებული, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი, ხოლო 2025 […]

ბექა ლილუაშვილი – შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად „ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა!

შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა. ლილუაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მმართველ გუნდს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აღება და შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება არ სურს. “ამიტომ ერთის მხრივ, […]

ბოლო 24 საათში ბიტკოინის ფასის ვარდნამ 12%-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათში ბიტკოინის ფასის ვარდნამ 12%-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის [11:45 სთ] 1 ბიტკოინის ფასი 52,971.44 ამერიკული დოლარია. ბოლო 1 კვირაში ბიტკოინის ფასი 24%-მდე დაეცა. რაც შეეხება ბოლო 30 დღის მონაცემებს, თვიურად ბიტკოინის ფასი 2.43%-თაა შემცირებული