რაბიოს ესპანეთში გადასვლა არ გამოვიდა და ახლა თვალი პრემიერ ლიგისკენ უჭირავს

As-ის ინფორმაციით, მადრიდული გუნდები “რეალი” და “ატლეტიკო” ფრანგი ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს დამატებას განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ უარი განაცხადეს. ახლა ფეხბურთელის დედა ვერონიკა, რომელიც ამავდროულად შვილის აგენტიცაა, მოლაპარაკებებს პრემიერ ლიგის გუნდებთან “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ლივერპულთან” აწარმოებს. ინფორმაციისთვის, 29 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი პერიოდის შემდეგ “იუვენტუსი” ამ ზაფხულს დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. გასულ სეზონში მან ტურინული გუნდის ფორმა […]
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ისტორიისა და მათემატიკის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ისტორიისა და მათემატიკის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. „შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. მათემატიკის ტესტის მაქსიმალური […]
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსში რეპრესიებში მონაწილე 28 ადამიანს

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 28 ადამიანს, რომლებიც მონაწილეობენ ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. სანქციების სია შევსებულია ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მეოთხე წლისთავის წინ, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში. შეზღუდვები შეეხოთ BelTA-ს გენერალურ დირექტორს ირინა აკულოვიჩს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ძმიტრი ჟუკს, ასევე ტელეარხ STV-ს პროგრამა „სენატის“ წამყვანს და ეროვნულ ასამბლეაში ახალგაზრდული […]
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი, პერსონალური სანქციები დააწესა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომების კიდევ 28 ადამიანის წინააღმდეგ დაწესების შესახებ ბელარუსში შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი როლის გამო. საბჭოს ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ორი მოადგილე, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, კერძოდ პროკურორები და ბევრი მოსამართლე, „რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოიტანეს, მათ […]
GCCA მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 7 თვის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის შვიდი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 114 საქმეზე 52 დარღვევის ფატი დადასტურდა. „აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 114 საქმეზე. GCCA-ის […]
წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება, ტურიზმის შესავლები კი 4.3 მლრდ დოლარს მიაღწევს – Galt&Taggart

წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება, ტურიზმის შესავლები კი 4.3 მლრდ დოლარს მიაღწევს, ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ივნისში რეალური მშპ 7.5%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 9.2%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.0%-ით გაიზარდა. ივნისში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, მშენებლობის, ინფორმაცია […]
ComCom-ის მონიტორები საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა გადაამზადა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგის კვალიფიციურად და მაღალი სტანდარტით ჩატარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგის ჯგუფის წევრებს ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ, რომელიც ორ ეტაპს მოიცავდა. ტრენინგები, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, „საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგების მიზანია, კომუნიკაციების კომისიამ, ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშებით, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, კონკრეტულ მაუწყებლებთან მიმართებით, თვისებრივი მედიამონიტორინგის კვალიფიციური შედეგებიც […]
მეორე კვარტალში სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშია აღებული – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო მეორე კვარტლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სააგენტოს ინსპექტორებმა მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მაჩვენებელზე საკვლევად, სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუში/სინჯი აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „კვლევის შედეგად, დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია. გამოვლენილ შეუსაბამობებზე გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები […]
„ვივამედის“ ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს“ – იაგო ხვიჩია

„ვივამედის“ ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს, თუ არ ვცდები, ტელევიზორიც დღეიდან ექნება, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, სადაც ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს. „თავიდან მეც ის […]
სააკაშვილისთვის პალატის შეცვლით მისთვის პირობები არ შეცვლილა – “ვივამედის” კლინიკური დირექტორი

კლინიკა “ვივამედში”, სადაც ორ წელზე მეტია მკურნალობის კურსს გადის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი, აცხადებენ, რომ პალატის შეცვლით მას პირობები არათუ გაუუარესდა, გაუუმჯობესდა კიდეც. პალატის შეცვლის შესახებ ცნობა მედიას მიხეილ სააკაშვილს დედამ გიული ალასანიამ 4 აგვისტოს მიაწოდა. მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილი ახალ პალატაში გადაიყვანეს პარასკევს, სასამართლო სხდომის შემდეგ. პარასკევს, 2 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს […]