დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში – დავით მათიკაშვილი სააკაშვილზე
დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ, სად მოიხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი. „თუ კონკრეტულ პატიმარს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი პრეზიდენტია თუ არა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც არის წესი, და […]
დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში – დავით მათიკაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა: „თუ კონკრეტულ პატიმარს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი პრეზიდენტია თუ არა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც არის წესი, და ეს არის პენიტენციური დაწესებულება, ანუ ციხე, იქ უნდა მოიხადოს და არა სამედიცინო დაწესებულებაში. იუსტიციის სამინისტრო, ექიმები იღებენ გადაწყვეტილებებს და ისინი გადაწყვეტენ, სად არის მიხეილ სააკაშვილის ადგილი“
მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დაკაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ. დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ შეიხ ჰასინამ ბანგლადეში დატოვა. 4 აგვისტოს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 13 პოლიციელია. ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისიდან გრძელდება. დემონსტრანტები საჯარო […]
5-8 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

ქ. თბილისში 5-6 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 5-6 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 აგვისტოს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა […]
,,კაცმა, რომელსაც 7 მილიარდი დოლარი აქვს, ერთ “ჩიხურას” ვერ მიხედა და ქვეყნის მიმხედვარი რომ ვერ იყო, ამით მაინც ვერ უნდა მივმხვდარიყავით?“ – რომან გოცირიძე

,,კაცმა, რომელსაც 7 მილიარდი დოლარი აქვს, ერთ “ჩიხურას” ვერ მიხედა და ქვეყნის მიმხედვარი რომ ვერ იყო, ამით მაინც ვერ უნდა მივმხვდარიყავით?“ – რომან გოცირიძე პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,კაცმა, რომელსაც 7 მილიარდი დოლარი აქვს, ერთ “ჩიხურას” ვერ მიხედა და ქვეყნის მიმხედვარი რომ ვერ იყო, ამით მაინც ვერ უნდა მივმხვდარიყავით?😀 საჩხერის გუნდი, რომელიც […]
,, შინაარსიან სამუშაოს შეჩვეული ხალხი რომ გამყალბებელ, უშინაარსო დინოზავრებზე არ იმუშავებდა, არავის უნდა გაკვირვებოდა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,, შინაარსიან სამუშაოს შეჩვეული ხალხი რომ გამყალბებელ, უშინაარსო დინოზავრებზე არ იმუშავებდა, არავის უნდა გაკვირვებოდა” – თამარ ჩერგოლეიშვილი ,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ევროპული საქართველო იმ სტაფმაც დატოვა, მე რომ იქ დამხვდა – შინაარსიან სამუშაოს შეჩვეული ხალხი რომ გამყალბებელ, უშინაარსო დინოზავრებზე არ იმუშავებდა, არავის უნდა გაკვირვებოდა. მაინც სხედან გაკვირვებულები – თქვენ რაღას გარბიხართ პოლიტიკურ პროცესში ჩართულები ხომ […]
დენის შმიგალი – უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები და სოციალური შეღავათები“, – აღნიშნა პრემიერმა. მისი განმარტებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს. მთლიანობაში, უკრაინა […]
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი – მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში

მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო გახდა საჭირო პალატის ცვლილება. „კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. […]
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 ფაქტი გამოვლენილია – ქვემო ქართლის, 2 – ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 – სამცხე-ჯავახეთის, […]
საქსტატმა ავტომობილების შესაძენად 570 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 10 ავტომობილის შესაძენად 569 450-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ზღვარი 41 842 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქსტატს 10 III კლასის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა სურს. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2022 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა […]