“ლაიფციგმა” ოლმოს შემცვლელი საფრანგეთში მოძებნა

“ლაიფციგის” ნახევარმცველი დანი ოლმო მალე “ბარსელონაში” გადავა და ამიტომ გერმანული კლუბი მის შემცვლელს ეძებს. ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ “ლაიფციგი” 20 წლის რაიან შერკით დაინტერესდა და მის კლუბთან, “ლიონთან” დაიწყო მოლაპარაკება. შერკის “ლიონთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გასულ წელს პსჟ-ს 20 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა. Тransfermarkt-ის მიხედვით, შერკის ფასი 25 მილიონია.

რუსეთმა კონრად ადენაუერის ფონდი “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 5 აგვისტოს კონრად ადენაუერის სახელობის გერმანული ფონდის საქმიანობა რუსესის ტერიტორიაზე “არასასურველად” გამოაცხადა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი, რომელიც მისი თქმით, დაკავებულია ლიბერალური დემოკრატიისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის წინ წამოწევით, “ავრცელებს მასალებს, რომლებიც დისკრედიტაციას უწევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას… და გარდა ამისა,გაერთიანება აქტიურად ატარებს არამეგობრული სახელმწიფოების პოლიტიკას სპეციალური […]

“ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია” – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილს შეწყალებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ თემაზე “ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია”, ამასთან მან გაკვირვება გამოხატა, რომ მიხელ სააკაშვილს, მის მიმართ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე პოლიტიკური გზავნილებისთვის ეთმობა შეუზღუდავი დრო. “მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აქტუალიზაცია სააკაშვილის […]

პრეზიდენტი – ჩინეთთან ურთიერთობებში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან მას არ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია, არ არის მტერი, მაგრამ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელთანაც საჭიროა სიფრთხილე ეკონომიკურ ურთიერთობებში

ჩვენ უნდა გვქონდეს და გვაქვს ურთიერთობები ჩინეთთან, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჩინეთს არ აქვს ოკუპირებული არცერთი ჩვენი ტერიტორია, ჩინეთი არ არის მტერი, მაგრამ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელთანაც საჭიროა სიფრთხილე ეკონომიკურ ურთიერთობებში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ჩინური კონტრაქტები არის ყველაზე გაუმჭვირვალე კონტრაქტები იმიტომ, რომ მასში […]

პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ვიტალი გუგუჩიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს, ვიტალი გუგუჩიას, ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, […]

პრეზიდენტი – სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება – ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილზე

ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება , – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ არის. „ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ახლა ინიშნება, ყველა სასამართლოზე აძლევენ […]

პრეზიდენტი ე.წ. „ოფშორების კანონზე” – ეს არის ქვეყნის გაყიდვა

ეს კანონი იქნა გატარებული, პრაქტიკულად, საიდუმლოდ, აჩქარებული ტემპით და არავისთვის არანაირი ახსნა განმარტება არ იქნა გაკეთებული – აქ არანაირი ეროვნული ინტერესი არ არის, არანაირი პატრიოტიზმი, ეს არის პირაპირ ქვეყნის გაყიდვა , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტში მიღებულ ე.წ. „ოფშორების კანონს“ მისი თქმით, აღნიშნული კანონი საქართველოს „ნაცრისფერ ზონად“ აქცევს და ახლა, მიიჩნევს, […]

„ოცნების ბოლო იმედია, სააკაშვილით შეაშინოს ამომრჩეველი“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, დღესდღეობით „ქართული ოცნების“ ბოლო იმედია, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიგურით დააშინოს ამომრჩეველი. პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლო პროცესებზე სააკაშვილს „შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლიაციას აძლევენ პოლიტიკური გზავნილებისთვის“. ზურაბიშვილი ხაზ უსვამს, რომ ჯერ „საქართველო უნდა გადავარცინოთ“ და ამატებს, რომ „მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას“. „[სააკაშვილის შეწყალებაზე] ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის […]

ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. ძირითადი ტენდენციები ინფლაცია ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა. ივნისთან შედარებით ფასებმა […]

შეგიძლია იყო ოლიმპიელი? – პასუხს ხელოვნური ინტელექტი გეტყვით

ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა სფერო მოიცვა, გამონაკლისი არც სპორტი და პარიზის ოლიმპიური თამაშებია. საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე სტად დე ფრანსზე მოწყობილ ჯიხურში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი სხეულის შესაძლებლობები და გაარკვიოთ, რომელ სპორტში გაქვთ წარმატების ყველაზე დიდი შანსი. ამჟამად, ხელოვნური ინტელექტი თქვენი სხეულის შესაძლებლობებს სპორტის 12 სხვადასხვა სახეობაში შეამოწმებს, მათ შორის ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა […]