ზურაბიშვილი: მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში საკონსტიტუციოს მოსამართლეები

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს, რომ აღიარებს რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საჭირო არის ბრძოლის ბოლომდე გაგრძელება. ამასთან, პრეზიდენტი ინტერესდება, როგორც შევლენ ისტორიაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. „ამ შემთხვევაში უნდა იყოს მიცემული იმის მაგალითი, რომ შეიძლება, ბრძოლა ბოლომდე გააგრძელო. არ შეიძლება, რომ გაჩერდე და […]
დონალდ ტრამპი – გავიგე, რომ ირანი დღეს ღამით ისრაელს თავს დაესხმება – მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ სიტყვაზე არავინ ისაუბრებდა, რადგან ეს არ მოხდებოდა

პრეზიდენტი რომ ვიყო, ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შესახებ არავინ ისაუბრებდა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Kick-ზე ინტერვიუს დროს განაცხადა. „გავიგე, რომ ირანი ამაღამ ისრაელს თავს დაესხმება. ამაღამ მათ თავს დაესხმებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია ახალი ამბებიდან მიიღო და […]
,, არავინ ითხოვს თბილისის გადაქცევას ჰეიდაროვიჩის საწინააღმდეგო პლაცდარმად!” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე: ,,დევნას, ტანჯვას, ჩაგვრას, სიკვდილს გამოქცეული ადამიანების დანახვისას, მუდამ ერთი და იგივე ხმა ჩამესმის: “ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ” (მათე 25:35). თავშესაფარის მაძიებელთა შესახებ მსჯელობისას, მუდამ თვალწინ წარმომიდგება მთებში დაკარგული ზვიადაური, რომელიც შავი ნისლისგან, ქარიშხლისგან, მგელივით აღმუვლებული ხევისგან, სიბნელისაგან, უგზაობისგან იხსნა ჯოყოლამ, თავისი კარი […]
SAMSUNG-ის მოგება 1458%-ით გაიზარდა

სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის საოპერაციო მოგების მაჩვენებელი რეკორდული 1,458%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული უპრეცედენტო მაჩვენებელია. საერთო ჯამში, მეორე კვარტალში კომპანიამ 53 მილიარდ 450 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო საოპერაციო მოგებამ 7 მილიარდ 622 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი შედეგია. Samsung-ის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია AI-ბუმთან […]
რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე მეტს?

Visual Capitalist-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების საშუალო სამუშაო საათები ერთმანეთს შეადარა. ცნობისთვის, OECD აერთიანებს სახელმწიფოებს, რომლებიც ცნობენ წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ამ დროისთვის ორგანიზაციას 38 წევრი ჰყავს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ OECD-ის ქვეყნებიდან სამუშაოს წლიურად ყველაზე მეტ საათს მექსიკასა და კოსტა-რიკაში უთმობენ. მეორე მხრივ, გერმანიაში მუშაობაში ყველაზე ნაკლებ […]
აშშ-ის უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა დონალდ ტრამპის განაჩენის გაუქმებას, რომელიც სტორმი დენიელსის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდას უკავშირდება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ “დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის” საქმეზე დონალდ ტრამპის განაჩენის გაუქმების მოთხოვნა უარყო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მისურის შტატის მოთხოვნა უარყო, გაეუქმებინა დონალდ ტრამპის სასამართლო განაჩენი, რომელიც პორნოვარსკვლავის, სტორმი დენიელსის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდას უკავშირდება. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მისურის შტატის გენერალური პროკურორის, ენდრიუ ბეილის სარჩელის საპასუხოდ მიიღეს, რომელიც ამტკიცებდა, […]
შაჰინი: განვიხილავთ სანქციებს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ

იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი განაცხადებდა, რომ აჩერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას, აშშ-ის სენატში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჯიმ ო’ბრაინს უსმენდნენ. მოსმენის შემდეგ სენატორებს ანი ჩხიკვაძე ესაუბრა, დეტალები სიუჟეტში.
ლატვიის თავდაცვის მინისტრი ქალებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემოღებას მხარს უჭერს

ლატვიის თავდაცვის მინისტრი ქალებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემოღებას მხარს უჭერს. ანდრის სპრუდსის განცხადებით, იდეას ჯერ კიდევ სჭირდება განხილვა სამთავრობო კოალიციაში, პარლამენტსა და საზოგადოებაში. მმართველი პარტიების პოლიტიკოსებს ჯერ არ აქვთ კონსენსუსი იმაზე, უნდა გაიწვიონ თუ არა ქალები სამხედრო სამსახურში. მანამდე ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) მეთაურმა, ლეონიდ კალნინშმა გამოთქვა ინიციატივა, განიხილონ ეროვნული თავდაცვის სამსახურში ქალების გაწვევის შესაძლებლობა. […]
„ირანმა გვაცნობა, რომ ჩვენზე შეტევას გეგმავს“ – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე შეტევას გეგმავს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა. ისრაელის პირველ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სახის თავდასხმაზეა საუბარი და როდის მოხდება იგი. „იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, ისრაელს ეს ინფორმაცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მიაწოდა. თავად სიიარტომ კი შეტევის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერიმ აცნობა. […]
სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეზე – არ ვიცი საკითხის საბოლოო დეტალები, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა ეხება ჟურნალისტს

ძალიან სამწუხაროა, როცა ეს ეხება ჟურნალისტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე. მისი თქმით, ასევე, სირთულეები აქვთ უკრაინელ და რუს ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლასა და დარჩენაზე. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ისაუბრა ჟურნალისტების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ქვეყნის რეპუტაცია ამაზეც დგას. „სხვათა შორის, საკითხი დგას, ასევე, […]