პრეზიდენტს „აგენენტების კანონის“ მიღების გამო აშშ-დან რეაგირება არ უკვირს, თუმცა ორი რამ არ ესმის

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ უკვირს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე აშშ-ის რეაგირება ჰქონდა. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ხელისუფლებისთვისაც არ უნდა ყოფილიყო ეს მოულოდნელი. „ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში, შენ ასე ექცევი და გგონია იმას რეაგირებაც არ ექნება?! ვწუხვარ, როგორც […]
ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წარუდგინა

სასურსათო მაღაზიის მფლობელს, ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლებით წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია PosTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ამავე არხის ოპერატორი ვიტალი გუგუჩიასთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. „ტელეკომპანია PosTV-ის სარედაქციო […]
პრეზიდენტი: ოცნების ბოლო იმედი არის ის, რომ ამომრჩეველი შეაშინოს სააკაშვილით

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე “ერთხელ სამუდამოდ” პასუხი გაცემულია. ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტუალიზაცია ქართულ ოცნებას სჭირდება. ზურაბიშვილის თქმით, მმართველი პარტიის ბოლო იმედი ამომრჩევლის მიხეილ სააკაშვილით “შეშინებაა”. “ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია […]
პრეზიდენტი – ვაგრძელებ ქმედებებს, რაც მევალება, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ – მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

ყველა მხრივ ვაგრძელებ იმ ქმედებებს, რაც მევალება და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ – მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბიშვილის სარჩელი ამ სასამართლოს, მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელისა და იმპიჩმენტის ლეგიტიმურობის […]
დონალდ ტრამპი – ვენესუელას ახლა დიქტატორი მართავს, ჩვენ ვენესუელის მტრები ვართ

ვენესუელას ახლა დიქტატორი მართავს , – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Kick-ზე ინტერვიუს დროს განაცხადა. „ვენესუელას ახლა დიქტატორი მართავს. ჩვენ ვენესუელის მტრები ვართ. ვენესუელა ჩამოშლის პირას იყო, ხალხს ვენესუელაში დაბრუნება შეეძლო, მაგრამ ახლა ისინი ჩვენს ქვეყანაში არიან. მათ ჩვენს ქვეყანაში უამრავი დამნაშავე გამოგზავნეს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. […]
პრეზიდენტი – ტექნიკური მთავრობა წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული – საზოგადოებამ უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნება მოკლევადიანი მთავრობა

ტექნიკური მთავრობა წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული – საზოგადოებამ უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნება მოკლევადიანი მთავრობა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტექნიკური მთავრობა საიდუმლო არ უნდა იყოს. “ჩემი გაგებით, ტექნიკური მთავრობა წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული. ეს არ არის საიდუმლო, დამალული რაღაც, რომელსაც გამოვიტან არჩევნების შემდეგ. თუ საუბარია, რომ საზოგადოებაში […]
სალომე ზურაბიშვილი – ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია

ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ხომ არ უსაუბრია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ან ხომ არ აპირებს იქ ჩასვლას. პრეზიდენტის განმარტებით, ამ მოცემულობაში მას არ აქვს უფლება, მისი პოსტი საფრთხის ქვეშ დააყენოს. „ზელენსკისთან არაერთი საუბარი მქონდა ბოლო შეხვედრების დროს, […]
ბეირუთის აეროპორტში ქაოსი სუფევს რამდენიმე ფრენის გადადების გამო

5 აგვისტოს, ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში ქაოსი იყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა ფრენები ლიბანში, ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში სამხედრო ესკალაციის საფრთხის გამო. ბევრი მგზავრი დილიდან ელოდებოდა გაფრენას. აეროპორტის წყაროებმა dpa-ს განუცხადეს, რომ უზარმაზარი რიგებია და ფრენების შეფერხება ზოგიერთ შემთხვევაში მგზავრების პანიკას იწვევს. ბეირუთის აეროპორტი ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ქვეყანაში. ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის […]
„სამწუხაროა, როცა ეს ეხება ჟურნალისტს“ – პრეზიდენტი აფგან სადიგოვის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე. მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი, სამ აგვისტოს, თბილისში დააკავეს. იგეგმება მისი ექსტრადირება. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. ზურაბიშვილმა, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხისას, თქვა, რომ „სამწუხაროა, როცა […]
ევროპის მსგავსად, უკრაინაც საიმიგრაციო პოლიტიკისთვის არის განწირული, რაც ისედაც განადგურებული გენოფონდის საბოლოო განადგურება იქნება

„უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სიკვდილიანობა სამჯერ აღემატება შობადობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გენოფონდი ფაქტობრივად განადგურებულია, ამის შევსება მხოლოდ იმიგრანტებით არის შესაძლებელი და სწორედ ამისთვის არის განწირული უკრაინა,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე წერს. მისი თქმით, თუ რა შედეგი მოუტანა საიმიგრაციო პოლიტიკამ ევროპას, ამას თვალნათლივ ვხედავთ. თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ევროპის მსგავსად, […]