პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) იასპარეზებს. შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, […]
რუსეთში სამხედრო ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ სტერლიტამაკში მდებარე ქარხანა “ავანგარდში“ აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო ბრიგადა ერთ-ერთ საამქროში მილსადენის დემონტაჟს ახორციელებდა. ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა. გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე საწარმოო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზეა აღძრული. ინციდენტის მიზეზები დგინდება. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ მუშებმა მილების გაჭრისას უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს. ქარხანა […]
ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა იყო

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა იყო. ერაყის დასავლეთში მდებარე ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე სარაკეტო შეტევა 5 აგვისტოს განხორციელდა. სააგენტო Reuters-ი შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ დაიჭრა სულ მცირე 5 ამერიკელი სამხედრო. სააგენტოს ერაყის უსაფრთხოების სამსახურში ორმა წყარომ განუცხადა, რომ სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას გამოყენებული იყო […]
გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთაგამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. „გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში 2024 წლის ბაკალავრიატისა […]
6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, სპირიდონ კედიას, ცემის, ზუგდიდის, იროდიონ ევდოშვილის, ბათუმის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ვლადიმერ ვორონინის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, სტანისლავსკის, დავით ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი […]
ისრაელში ლიბანიდან გაშვებული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს

ისრაელის ჯარებმა საეჭვო საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, რომელმაც ლიბანიდან ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწია, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. მანამდე, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანის საზღვართან ახლოს, კერემ ბენ ზიმრასა და ჯიშის დასახლებებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.
აფეთქება მოხდა რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაში

სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთში, ქარხანა „ავანგარდში“ მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა. ქარხანა, რომლის მფლობელი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხია“, ბაშკირეთის მხარის ქალაქ სტერლიტამაკში მდებარეობს. ცნობები აფეთქების შესახებ 5 აგვისტოს, ღამით გავრცელდა. გამოცემა РБК „როსტეხისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება მოხდა ერთ-ერთ საამქროში, სადაც მილსადენის დემონტაჟი მიმდინარეობდა. ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა. რუსეთის […]
პიტერ სიიარტომ ისრაელ კაცს ირანის გზავნილი გადასცა – ისრაელზე თავდასხმა განხორციელდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ისრაელელ კოლეგას, ისრაელ კაცს გადასცა გზავნილი ირანის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრისგან, ალი ბაღერისგან, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს. „ირანმა გვაცნობა, რომ აპირებს ისრაელზე თავდასხმას“, – განაცხადა კაცმა და დასძინა, რომ „მსოფლიომ უნდა მოითხოვოს ფასი ირანისგან ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის, რომელსაც ის განახორციელებს“. სიიარტომ, […]
ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთზე – ჩართული ვართ ინტენსიურ დიპლომატიაში – მხარეებმა ესკალაციისგან თავი უნდა შეიკავონ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ინტენსიურ დიპლომატიაშია ჩართული ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესამსუბუქებლად და ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობის ესკალაციისგან. „ჩართული ვართ ინტენსიურ დიპლომატიაში თითქმის 24 საათის განმავლობაში ძალიან მარტივი გზავნილით – ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ესკალაციისგან“, – განაცხადა ბლინკენმა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგთან შეხვედრის შემდეგ. ამასთან, მისი […]
ერაყში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე აშშ-სა და კოალიციის ძალებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ განხორციელდა სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე აშშ-სა და კოალიციის ძალების წინააღმდეგ. არსებობს პირველადი მინიშნებები, რომ რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ბაზის პერსონალი თავდასხმის შემდგომი ზარალის შეფასებას […]