ისრაელში ლიბანიდან გაშვებული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს

ისრაელის ჯარებმა საეჭვო საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, რომელმაც ლიბანიდან ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწია, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
მანამდე, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანის საზღვართან ახლოს, კერემ ბენ ზიმრასა და ჯიშის დასახლებებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი